x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ეროვნულმა ბანკმა „საქართველოს ბანკის“ იპოთეკური სესხების აქცია შეაჩერა
image
ეროვნულმა ბანკმა „საქართველოს ბანკის“ იპოთეკური სესხების აქცია — „აიღე სესხი ახლა და გადაიხადე 2020 წელს“ შეაჩერა. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ეს გადაწყევტილება საბანკო პროდუქტის მაღალი რისკის შემცველობის გამო მიიღეს.
„საქართველოს ბანკმა“ ახალი საბანკო პროდუქტი — „აიღე სესხი ახლა და გადაიხადე 2020 წელს“ ბაზარზე 2017 წლის 28 ნოემბერს გამოიტანა. მაშინ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „ის, ვინც 15 იანვრამდე ისარგებლებს იპოთეკური სესხით საქართველოს ბანკში, შესაძლებლობა აქვს სესხის გადახდა დაიწყოს 2020 წელს – შესაბამისად ისარგებლოს 2 წლიანი საშეღავათო პერიოდით. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აარჩიოს და შეიძინოს, ზუსტად ის ბინა რომელიც მას სურს“.
თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ბანკმა აღნიშნული აქცია დაასრულა. კონკრეტულად, თუ რა გახდა აქციის შეჩერების მიზეზი, „საქართველოს ბანკში“ არ საუბრობენ. ბანკში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ აქცია სებ-ის მითითებით დასრულდა.
„მიმდინარე აქცია იპოთეკურ სესხზე ეროვნული ბანკის მითითებით დასრულდა. თუ რა გახდა აქციის შეჩერების მიზეზი, ამის შესახებ ინფორმაციისთვის ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოთ“, – განუცხადეს „კომერსანტს“ „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
საქართველოს ეროვნულ ბანკში კი განმარტავენ, რომ აქციის შეჩერების მიზეზი საბანკო პროდუქტის მაღალი რისკის შემცველობა გახდა.
„ეროვნული ბანკის ფუნქცია არის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა. შესაბამისად, ჩვენი მოვალეობაა, არ დაუშვათ ბაზარზე მომხმარებლისა თუ საფინანსო სისტემისათვის რისკის შემცველი საბანკო პროდუქტის არსებობა. ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ბანკმა შეაჩერა აღნიშნული პროდუქტის რეკლამირება, ვინაიდან, მსგავსი ტიპის სესხები მომხმარებლისათვის მაღალ რისკთან არის დაკავშირებული, რამაც, შესაძლოა, მომავალში სისტემური რისკები გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მისი საზედამხედველო ფუნქციებით“, – განუცხადეს „კომერსანტს“ ეროვნული ბანკში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
0
505
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0