x
image
კატაპულტი
67 წლის ასაკში ცნობილი მსახიობი დიმა ჯაიანი გარდაიცვალა
image
ცნობილი მსახიობი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.ინფორმაცია ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა.

დიმიტრი ჯაიანი 1950 წლის 20 აგვისტოს დაიბადა ქალაქ სენაკში.1973 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.ცნობილი მსახიობი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერი, მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი, ქალაქ სენაკის საპატიო მოქალაქე, სოხუმის თეატრის მსახიობი, დირექტორი და მთავარი რეჟისორი.

image

2013 წლიდან ბატონი დიმიტრი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.


მეგობრები და ახლობლები მას ემოციურ, თავდაუზოგავ და თავისი საქმის პროფესიონალ მსახიობად ახასიათებენ. როგორც ადამიანს კი ასე მოიხსენიებენ: ყურადღებიანი, მზრუნველი, წესრიგისა და სიმართლის მოყვარული, კარგი ორგანიზატორი, შესანიშნავი თამადა და ა.შ.

დიმიტრი ჯაიანი სიმსივნით იყო დაავადებული.ეს დიაგნოზი მას ცოტა ხნის წინ დაუსვეს და თურქეთში იმყოფებოდა ოპერაციის გასაკეთებლად, თუმცა ოპერაციამდე გულის შეტევით გარდაიცვალა 8 დეკემბრის საღამოს.მისი ცხედარი 9 დეკემბერს ჩამოასვენეს თბილისში. ხვალ, 11 დეკემბერს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება რუსთაველის თეატრში.ზეგ, 12 დეკემბერს, 14:00 საათზე კი დიმიტრი ჯაიანს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ.


0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0