რელიგია მეცნიერებმა ქრისტეს საფლავის ასაკი დაადგინეს 2017, 9 დეკემბერი, 23:29 იერუსალიმში, უფლის საფლავზე ყოველწლიურად აღდგომის წინა შაბათს ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოდის.
რესტავრაციის მიზნით, პირველად 5 საუკუნის განმავლობაში 2016 წლის ოქტომბერში საფლავი გახსნეს. ამასთან ნება დართეს მეცნიერებს შეესწავლათ მასალები რისგანაც საფლავია დამზადებული. რესტავრატორებმა მუშაობისას კიდევ უფრო ძველ ფილას მიაკვლიეს, რომელიც ახლანდელის ქვემოთ იყო, აგრეთვე ძველი საძირკვლის ნაშთებს. კვლევებს ატარებდა მეცნიერთა ჯგუფი ათენის ნაციონალური პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან. ასაკის დასადგენად მეცნიერებმა ოპტიკურად სტიმულირებული ლუმინესცენციის მეთოდი გამოიყენეს: მათ დაადგინეს, თუ როდის იყო კვარცის კრისტალები (ქვიშა სამშენებლო ხსნარში) ბოლოს სინათლეში. უფლის საფლავის ეკლესია 1009 წელს დაანგრიეს, შემდგომ აღდგენილ იქნა, მაგრამ რა ბედი ეწია საფლავს? გადარჩა თუ არა? დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ თავდაპირველი საფლავი განადგურებული იყო. ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ საფლავის ქვების ნაშთები დაახლოებით 345 წლით თარიღდება, ანუ ემთხვევა კონსტანტინე დიდის, პირველი ქრისტიანი იმპერატორის მმართველობის პერიოდს. ჯერჯერობით მხოლოდ ესაა ცნობილი. არტეფაქტების კვლევები გრძელდება. 221 2-ს მოსწონს
|