x
image
ალექსანდრე ლექსო
დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა რუსეთს დაღუპვა უწინასწარმეტყველა კინოფილმ "მატილდას" გამო
image
დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა მოუწოდა აკრზალონ რეჟისორ ალექსეი უჩიტელის ფილმი "მატილდა".

"ფილმი "მატილდა" აუცილებლად უნდა აიკრძალოს, თორემ რუსეთი დაიღუპება და ეს სამართლიანი იქნება ღვთის წინაშე"

"მატილდას" ჩვენებას მან "რიტუალური მეფისმკვლელობა" უწოდა, ხოლო ფილმის ნახვას – ცოდვა.

უფრო ადრე რუსეთის რომანოვების საიმპერატორო სახლის კანცელარიის უფროსმა მამა ნიკონმა განაცხადა, რომ მიესალმებოდა თუკი ამ ფილმს სახელმწიფო ტელეარხებზე არ უჩვენებდნენ.



image


ალექსეი უჩიტელის ფილმის ჩვენება კინოთეატრებში 25 ოქტომბერს იგეგმება. ფილმი მოგვითხრობს უფლისწულ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძისა (შემდგომში იმპერატორი ნიკოლოზ მეორე) და ბალეტის მოცეკვავე ქალის მატილდა კშესინსკაიას ურთიერთობის შესახებ.

იმპერატორი ნიკოლოზ მეორე 2000 წელს მართმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.


"ყველა უბედურება რაც რუსეთს დაემართა მეოცე საუკუნეში, სამოქალაქო ომი, შემდგომი დამანგრეველი, მაგრამ გამომსყიდველობითი დიდი სამამულო ომი, კატასტროფები, პერესტროიკა, ხალხის გაღატაკება და უზარმაზარი ქვეყნის დანგრევა და ომები ეს ყველაფერი ღვთის წინააღმდეგ ომისა და მირონცხებული მეფის მკვლელობის ბრალი იყო. ამ ცოდვაში პირდაპირ თუ ირიბად საზოგადოების ყველა ფენა იყო მონაწილე – გლეხობაც, კაზაკებიც, თავადაზნაურებიც, და სასულიერო პირებიც.

და ახლა, 100 წლისთავზე იმ საშინელი 1917 წლის ოქტომბრიდან, 26 ოქტომბერს, მზადდება ახალი, სიმბოლური, რიტუალური მეფისმკვლელობა. და ამ ცოდვისთვის რუსეთის მთელი მოსახლეობა დაისჯება.

მეექვსე მსოფლიო კრების 63 კანონით მოწამეებზე სიცრუის გავრცელება დიდ ცოდვად ითვლება.

რუსეთის მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არა მარტო ისინი იქნებიან ჩამოგდებულნი, არამედ მთელი რუსი ხალხი გაითელება და აღარ იქნება რუსეთი. თუკი მათ ოდნავი რწმენა აქვთ, იცოდნენ რომ პასუხს აგებენ ღვთის წინაშე. და ღმერთ მათ დასჯის სამუდამო სიკვდილით, ყველას ვინც ხელს უწყობდა და მონაწილეობდა ამ საშინელ ცოდვაში, რომელიც დღეს მზადდება. ერთადერთი გამოსავალია, მონანიება და არდაშვებაა ამ ღვთისმგმობი მოქმედებისა. "


0
403
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0