მსოფლიო დონალდ ტრამპმა მსოფლიო ომებში გამარჯვება მიითვისა 2017, 9 დეკემბერი, 13:04 დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ნაცია, რომელმაც მოიგო პირველი და მეორე მსოფლიო ომი, ამის შესახებ განცხადება ტრამპმა ქალაქ პენსაკოლაში(ფლორიდა) განაცხადა, საკუთარ მომხრეებთან გამოსვლის დროს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ-ს დამსახურებაა "ადამიანის მთვარეზე გაშვება", პანამის არხის გათხრა და ის, რომ ქვეყანამ "დააჩოქა კომუნიზმი" დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ს წინა პრეზიდენტი, მისი აზრით ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს "აშშ-მ ამოიჩინა სისუსტე" და არ ეხებოდა "წითელ ხაზს", "ჩვენ, რომ ეს ხაზი გადაგვეკვეთა რუსეთი და ირანი ვეღარ შევიდოდა სირიაში", ამასთანავე ტრამპი ამაყობს იმ 59 "შესანიშნავი რაკეტით", რომელიც სირიისკენ 7 აპრილს გაუშვეს სირიის ხელისუფლების საპასუხოდ, რომლებიც ქიმიური იარაღის გამოყენებით იმუქრებოდნენ. 89 7-ს მოსწონს
|