კინო გარდაიცვალა მსახიობი ლეონიდ ბრონევოი 2017, 9 დეკემბერი, 12:06 მოსკოვში გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისიტი ლეონიდ ბრონევოი ამის შესახებ იტყობინება მოსკოვის ლენკომის თეატრის დირექტორი მარკ ვერშოვერი.
"დღეს 7:30 საათზე სსრკ სახალხო არტისტი, ლეონიდ სერგეივიჩ ბრონევოი გარდაიცვალა", - განაცხადა ვერშოვერმა.
მსახიობი 88 წლის იყო. ჯერჯერობით არ არის მითითებული პანაშვიდის და დაკრძალვის დღეები. ბრონევიომ სახელი გაითქვა როლებით ფილმებიდან როგორებიცა: "პოკროვსკის კარიბჭე", "გაზაფხულის მეჩვიდმეტე გაელვება" და "ზუსტად ის მიუნჰაუზენი" და სხვა.
104 6-ს მოსწონს
|