x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მსახიობი დიმიტრი ჯაიანი გარდაიცვალა
image


მსახიობი დიმა ჯაიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.


დიმიტრი ჯაიანი ბოლო დროს ავადმყოფობდა და თურქეთში სამკურნალოდ იყო წასული. მსახიობი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ღვიძლის გადანერგვას აპირებდა, თუმცა შეუძლოდ გახდა და მას ოპერაცია არ ჩაუტარდა.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, დიმიტრი ჯაიანი გულის შეტევით გარდაიცვალა.



დიმა ჯაიანი სენაკში, 1950 წლის 20 აგვისტოს დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.


2013 წლიდან იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა კულტურის მინისტრი. ბოლო წლების განმავლობაში იყო ტელეკომპანია „ობიექტივის“ ყოველკვირეული გადაცემა „კულტურის საათის“ წამყვანი.


1998 წელს მიიღო ღირსების ორდენი; 1995 წელს სახელმწიფო პრემია, ხოლო 1989 წელს მიიღო საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება.


1973 წლიდან იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი; სპექტაკლებში განსახიერებული აქვს როლები: მეფე გიორგი("დიდოსტატის მარჯვენა"), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი(იბსენი, "ბრძოლა ტახტისათვის"), ელიზბარ ერისთვი(გ. ბათიაშვილის, "1832") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "პირველი მერცხალი" (1975), "ოგარიოვის 6" (1980), "ვინ არის მეოთხე?" (1985).

0
178
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0