„მშიერი ყოლოდათ, ვიდრე მაძღარი მკვლელი აღეზარდა ასეთ დედებს...გუშინ საღამოს დათოს მამა მოვიდა ლევანის მამასთან"
თბილისსში მომხდარი ინციდენტისას გარდაცვლილი ერთ-ერთი მოსწავლის ახლობელი მაია შაღაშვილი-გრიგოლია სოციალური ქსელის საშუალებით ძალზედ ემოციურ წერილს აქვეყნებს.
„რას იზიარებთ ხალხნო რას!!!!!!!!!!!!!!!!!!!! იმას რომ მკვლელის დედა მუშაობის გამო ვერ უვლიდა შვილს??????? უსუსური თავის მართლება!!!!!!!!!! ლევანის დედა სამსახურიდან შესვენებაზე გამორბოდა შვილების მოსაკითხად (პატარა ჩემი სადამრიგებლოს მოსწავლეა) დათოს დედა ქვეყანაში არ იყო ისევ მძიმე პირობების გამო, რამდენს შრომობდნენ მამები. ლევანის მამა არ იყო ქალაქში ისიც ოჯახის გამო შვილების რჩენა აღზრდისთვის, ტელეფონით ყოველ წუთს აკონტროლებდა ბიჭებს.
დიახ მკვლელის დედაა მკვლელის!!!!! მარტო ეგ "ქალბატონი" კი არა ყველა ის დედა, რომლის შვილსაც ხელებ გაკავებული ეჭირათ ეს ბიჭები და უყურებდნენ როგორ
დ ა კ ლ ე ს!!!!!!!!!! თანატოლები. ცოტა ემუშავათ და მშიერი ყოლოდათ, ვიდრე მაძღარი მკვლელი აღეზარდა ასეთ დედებს და მამებს არ სჭირდება თანაგრძნობა.
იცით??? გუშინ საღამოს დათოს მამა მოვიდა ლევანის მამასთან, ხმამაღლა დაიტირა და მადლობა უთხრა ლევანს რომ მის შვილს 23 საათი აჩუქა. აქ ეს უნდა გენახათ და მერე მუშაობისა და რჩენის მიზეზად მოუცლელ დედას კი არ დაინახავდი, ხორცი დაგეწვებოდათ სისხლი გაგეყინებოდათ, ლევანის და დათოს დედის მნახველებს. დათოს დედა მკვდარსაც ვერ უყურებს სამი წლის უნახავი შვილი მკვდარი როგორ ვნახოო!!!!
ლევანის დედას ჯერ არ უნახავს შვილი გათიშული ნემსებით მოჩვენებასავით დაფარფატებს. მარტო ლევანი უნდა ლევანიკო შვილო რა ვქნას ხავის. აკაკის გამზრდელი წაიკითხოს ყველა მკვლელის დედამ!!!!!!!''