x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროდან 15 მოსწავლე ოქროს მედალოსანი გახდა

image

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2016–2017 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სია გამოაქვეყნა. მათ შორისაა რეგიონების მონაცემებიც. სამინისტროს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან ოქროს მედალოსანი 15 მოსწავლეა, 2-მა კი ვერცხლის მედალი მიიღო. წარმატებულ სკოლებს შორის მოხვდნენ ქალაქი დედოფლისწყარო და სოფლები: ზემო მაჩხაანი, არბოშიკი, ზემო ქედი, სამრეკლო და ქვემო ქედი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლა - სალომე ალადაშვილი.
სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა - ვალერი ბატიაშვილი; თამარ ჭიღიტაშვილი; ნინო ბოლოთაშვილი.
სოფელ ზემო ქედის #1 საჯარო სკოლა - დიანა ბუქური; მარიამ ღუდუშაური; გურანდა გუდაშვილი; ქეთევან ხუციშვილი.
სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლა - გოდერძი სიმონიძე; დავით ბოსტოღანაშვილი; თამარ ალადაშვილი.
სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლა- თამარ კაიშაური.
დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა - ალექსანდრე ჯანიაშვილი; გიორგი ვარდიაშვილი; თინათინ ბაკაშვილი.
ვერცხლის მედალოსანი ორი მოსწავლე გახდა. სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლიდან - ფატი ნატროშვილი და სოფელ ზემო ქედის #1 საჯარო სკოლიდან - სალომე ჭინჭარაული.
რაც შეეხება სიღნაღის მუნიციპალიტეტს, 34 ოქროს, 11 კი ვერცხლის მედალოსანია.
0
259
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0