განათლება დედოფლისწყაროდან 15 მოსწავლე ოქროს მედალოსანი გახდა 2017, 8 დეკემბერი, 13:06 განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2016–2017 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სია გამოაქვეყნა. მათ შორისაა რეგიონების მონაცემებიც. სამინისტროს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან ოქროს მედალოსანი 15 მოსწავლეა, 2-მა კი ვერცხლის მედალი მიიღო. წარმატებულ სკოლებს შორის მოხვდნენ ქალაქი დედოფლისწყარო და სოფლები: ზემო მაჩხაანი, არბოშიკი, ზემო ქედი, სამრეკლო და ქვემო ქედი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლა - სალომე ალადაშვილი.
სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა - ვალერი ბატიაშვილი; თამარ ჭიღიტაშვილი; ნინო ბოლოთაშვილი.
სოფელ ზემო ქედის #1 საჯარო სკოლა - დიანა ბუქური; მარიამ ღუდუშაური; გურანდა გუდაშვილი; ქეთევან ხუციშვილი.
სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლა - გოდერძი სიმონიძე; დავით ბოსტოღანაშვილი; თამარ ალადაშვილი.
სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლა- თამარ კაიშაური.
დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა - ალექსანდრე ჯანიაშვილი; გიორგი ვარდიაშვილი; თინათინ ბაკაშვილი.
ვერცხლის მედალოსანი ორი მოსწავლე გახდა. სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლიდან - ფატი ნატროშვილი და სოფელ ზემო ქედის #1 საჯარო სკოლიდან - სალომე ჭინჭარაული.
რაც შეეხება სიღნაღის მუნიციპალიტეტს, 34 ოქროს, 11 კი ვერცხლის მედალოსანია.
259 შეფასება არ არის
|