სიახლეები ისრაელელი მედიკოსების აღმოჩენამ საზოგადოება შოკში ჩააგდო! სასიცოცხლო პრობლემის გადაწყვეტა ნაპოვნია 2017, 7 დეკემბერი, 9:46 ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი - ესაა ვირუსი, რომელიც მძიმე დაავადებას - შიდსს იწვევს. შიდსის ვირუსი პირველად 1983 წელს იქნა აღმოჩენილი და მას შემდეგ მისი ოთხი სახეობაა გამოვლენილი. როგორც ცნობილია, შიდსის ვირუსი ამცირებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა დაავადების მიმართ. ამ ვირუსით დაავადება ხდება დაავადებული ადამიანის ბიოლოგური სითხის მოხვედრით ჯანმრთელი ადამიანის სისხლში. გარემოში დამოუკიდებლად არსებული შიდსის ვირუსი მყისიერად იღუპება, ასე რომ, ამ ვირუსით დაავადება მხოლოდ კონტაქტითაა შესაძლებელი. მიუხედავად მედიკოსების არაერთგზის მცდელობისა, უკანასკნელ დრომდე ვერ იქნა აღმოჩენილი წამალი, რომელიც შიდსისაგან განკურნავდა ადამიანს. არსებობდა მხოლოდ ისეთი პრეპარატები, რომლებიც ნაწილობრივ შეუმსუბუქებდა ავადმყოფს მდგომარეობას, მაგრამ ისინი მხოლოდ აგრძელებდნენ შიდსის არააქტიურ სტადიას და სრულ განკურნებას არ იძლეოდნენ. სულ ცოტაოდენი ხნის წინ იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორებმა გასაოცარი აღმოჩენა გააკეთეს: ისინი ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს ცილა, რომელსაც შეუძლია სრულიად განკურნოს შიდსით დაავადებული ადამიანი. სასწაულმოქმედ ცილას მეცნიერებმა Gammora დაარქვეს. ამ მომენტისათვის პრეპარატმა უკვე გაიარა პირველადი ტესტირება. გარეგნულად ესააა ჩვეულებრივი აბები, რომლებიც შეიცავენ კონცენტრირებულ ცილა Gammora-ს. პრეპარატის ეფექტურობა გასაოცარია. 97%-ასეთია შიდსის ვირუსის განადგურების პროცენტული მაჩვენელები ადამიანის ორგანიზმში. ამ მაჩვენებლის მიღწევა ჯერჯერობით სხვამ ვერავინ ვერ შეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გვერდითი ეფექტები Gammora-ს თითქმის არ გააჩნია. ეს ნიშნავს იმას, რომ წამალი იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ შიდსის ვირუსზე და არავითარ ზიანს არ მიაყენებს ადამიანის ორგანიზმის ჯანსაღ უჯრედებს. დიდია ალბათობა იმისა, რომ აღიშნული პრეპარატი უკვე 2018 წლიდან გამოჩნდება სააფთიაქო ქსელებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მისი ფასი გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე შიდსის სამკურნალო სხვა პრეპარატებისა. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ პრეპარატი მიაღწევს აფრიკის ღარიბ ქვეყნებამდეც, სადაც კატასტროფულად დიდია შიდსით დაავადების პროცენტული მაჩვენებელი. Gammora-ეს არის მილიონობით ადამიანის იმედი, გადაირჩინონ სიცოცხლე და თავი დააღწიონ ოცდამეერთე საუკუნის შავ ჭირს - შიდსს. 1692 11-ს მოსწონს
|