x
image
მანჩო 777
უნიკალური ოპერაცია აშშ-ში: სიამის ტყუპები, რომლებიც თავებით იყვნენ შეზრდილი, ერთმანეთს დააცილეს
მონტეფიორეს სამედიცინო ცენტრში (ბრონსკი, აშშ) წარმატებით დააცილეს ერთმანეთს სიამის ტყუპები, რომლებიც თავებით იყვნენ შეზრდილი.


image


ამჟამად 13 თვის ჯეიდონ და ანიას მაკდონალდები რეაბილიტაციას გადიან უმძიმესი, სიცოცხლისათვის საშიში ოპერაციის შემდეგ, რომელიც 20 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.



image


ოპერაცია ქირურგ-ნეიროლოგმა ჯეიმს გუდრიჩმა გააკეთა. ოპერაციის მსვლელობის დროს ექიმი პროცედურის შეწყვეტის პრობლემის წინაშეც კი დადგა, რადგან აღმოჩნდა, რომ პატარებს გაცილებით მეტი ტვინის ქსოვილი ჰქონდათ საერთო, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო შემუშავებული ოპერაციის კომპიუტერიზებული 3D-მოდელირება.


image


ლანცეტით გაკეთებული თითოეული ჭრილობისას ანიასის წნევა და გულისცემა მკვეთრად კლებულობდა, თუმცა ბოლოს და ბოლოს ქირურგმა შეძლო შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა და ოპერაციის დასრულება.


image


სიამის ტყუპების გაყოფა საოცრად რთული პროცედურა აღმოჩნდა. ბავშვების ერთმანეთისაგან დაცილება ნიშნავდა იმას, რომ მათგან ერთ-ერთ ტყუპისცალს ან სულაც ორივეს შეიძლებოდა სიცოცხლე საოპერაციო მაგიდაზე დაესრულებინა ან სამუდამოდ გონებრივი ჩამორჩენილობისათვის ყოფილიყო განწირული, მით უმეტეს, რომ ანიასი (სურათზე მარჯვნივ) ინვალიდობის გაცილებით უფრო მძიმე ფორმით იტანჯებოდა, ვიდრე მისი ძმა.


image


ბიჭები საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ გასულ 2015 წელს ჩიკაგოს გარეუბანში; მათი მშობლები-31 წლის ნიკოლი და 37 წლის კრისტიანი არიან.


image


ტექნიკური კუთხით ანიასი და ჯეიდონი კრანიოპაგები (ასე ეწოდება მედიცინაში სიამის ტყუპებს, რომლებსაც საერთო თავის ტვინი აქვთ) არიან.

კრანიოპაგია-ესაა მოვლენა, რომელიც 2, 5 მილიონი მშობიარობიდან ერთხელ ხდება.

ტყუპი-კრანიოპაგების 40% მკვდარი იბადება, გადარჩენილების მესამედი დაბადებიდან 24 საათში კვდება, ხოლო დანარჩენის 80% იღუპება ორი წლის ასაკამდე იმ შემთხვევაში, თუ მათ ერთმანეთისაგან არ დააცალკავებენ.


image


ოპერაციის ღირებულებამ 2, 5 მილიონი დოლარი შეადგინა. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახის სამედიცინო დაზღვევამ დაფარა. დანარჩენი ფულის შეგროვებას კი ბიჭუნების მშობლები საიტ GoFundMe-ის მეშვეობით ცდილობენ.

(სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, სადაც უამრავი მილიონერია, არ აღმოჩნდა ქველმოქმედი, ვინც საბრალო ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარებოდა და ამ უნიკალურ ოპერაციას დააფინანსებდა).

ჩემის მხრივ, მინდა რეაბილიტაციის წარმატებით გავლა, ჯანმრთელობა და კარგი მომავალი ვუსურვო პატარებს.


image

0
270
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0