პროზა ფრაზები, რომლებიც ცხოვრებას გვასწავლიან! 2017, 6 დეკემბერი, 23:57 "თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძლობაზე გამოიღე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში რომ არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბოლომდე გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ." (დოსტოევსკი-"თვინიერი")
"ნათქვამია, კაცის გული გაუმაძღარია, მიეცით მას ის, რასაც ნატრობს, და იგი კვლავ ახალ რამეს ინატრებსო. ეს ადამიანის დასამცირებლად არის ნათქვამი, ნამდვილად კი, ეს მისი ერთ-ერთი უდიდესი ნიჭიერებაა-ეს ნიჭიერება აყენებს ადამიანს ცხოველზე მაღლა, ცხოველი იმით კმაყოფილდება, რაც აქვს." (ჯონ სტეინბეკი-"მარგალიტი")
"-იცოცხლე, ჯემი ხანდახან ისე მაბრაზებდა, მზად ვიყავი მომეკლა, მაგრამ საქმე საქმეზე თუ მიდგებოდა ვინ მყავდა მის მეტი?" (ჰარპერ ლი-"ნუ მოკლავ ჯაფარას") "-არა, ჯერ არა-თქვა ზოსიმე მღვდელმა-სანამ დედას შვილის სისხლიანი პერანგი აცვია, ქვეყანა არ დაიღუპება." (ოთარ ჭილაძე-"ყოველმან ჩემმან მპოვნელმან") "ადამიანებს უყვართ ყველასა და ყველაფერში ცუდის აღმოჩენა, რათა მათ ფონზე თვითონ უკეთესნი გამოჩნდნენ." (...) "არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა; არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა!" (შოთა რუსთაველი-"ვეფხისტყაოსანი") 2060 10-ს მოსწონს
|