პროზა ენობრივი პოლიტიკა და ჯორჯ ორუელის "1984" 2017, 10 ნოემბერი, 0:15 ჯორჯ ორუელის გამორჩეული, საინტერესო ნაწარმოებია "1984", ალბათ, გაგიკვირდებათ რა შუაშია ენობრივი პოლიტიკა ამ რომანთან?-ყველაზე დიდი წვლილი საზოგადოების დამორჩილებისა, აზროვნების დაქვეითებისა, სწორედ კარგად გატარებულმა ენობრივმა პოლიტიკამ მოახერხა. "ნიუ სპიკერები", "სიმართლის სამინისტროელნი" არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ მათ გარშემო ყველაფერი იდეალურადაა. რომ გაუმჯობესდა მდარე ყავისა და შოკოლადის ხარისხი, ყველას ყველაფერი კარგად ჰქონდა, ყველა ბედნიერი იყო და ყველას დიდი ძმა უთვალთვალებდა. მოქნილი, მლიქვნელური ენით არწმუნებდნენ საზოგადოებას გუშინდელი მტრის მოყვრობაზე, სამაგიეროდ ავიწყებდნენ დღევანდელი მოყვარე გუშინდელი მტერი რომ იყო: "მასებში ადამიანები სუსტნი და მშიშრები არიან, თავისუფლებისათვის მოუმზადებელნი და სიმართლის მოშიშარნი, ანუ საჭიროა ვინმე ძლიერი, რომელიც მართავს და მოატყუებს მას." ნაწარმოების დასასრულს ადამიანი პიროვნულად მარცხდება, სწორედ ამიტომაა ნაწარმოები ანტიუტოპიური, იმარჯვებს ტოტალიტარიზმი. დღევანდელი მსოფლიო, საზოგადოებაც დგას უფსკრულის წინაშე, რომელიც მზადაა ჩაყლაპოს იგი გონებრივად, სულიერად. გამოძერწოს ადამიანთა თავისთვის სასურველი ტიპი. უამრავი პოლიტიკური პარტია, სამინისტრო ცდილობს ჩვენზე ზემოქმედებას, მათი აზროვნებით აზროვნებას გვაიძულებს სხვადასხვა ინფორმაციებით, რათა მოექცნენ სათავეში და ადვილად მოახერხონ მართვის სადავეების ხელში ჩაგდება. საბედნიეროდ, "დიდი ძმა", "საბჭოთა კავშირი", ფაშიზმი დაამარცხა მსოფლიო საზოგადოებამ გასულ საუკუნეში; ვიმედოვნებ, რომ ვერც ახლა და მომავალში მოახერხებენ ადამიანთა აზროვნების, ემოციების ბოლომდე დამორჩილებას, ვერ გადაგვაქცევენ სუსტ, მორჩილ მასებად. 136 8-ს მოსწონს
|