x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ბაღდათის გამგებელი გარდაცვლილი ნახეს - მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?!

image

ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს. ირაკლი გეგეშიძეს ბაღდათის გამგებლის თანამდებობას 2014 წლიდან 2016 წლამდე იკავებდა.
2016 წლის აპრილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ირაკლი გეგეშიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგვიანებით ირაკლი გეგეშიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
0
103
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0