x
image
გემი დალანდი
როგორ დავიძინოთ ზუსტად 3 წუთში: სულ უბრალო მეთოდი
ბევრი ჩვენგანი ყოველ ღამით, სანამ დაეძინებოდეს, საათობითაც კი წრიალებს ლოგინში. სცადეთ ეს მეთოდი. ათასობით ადამიანი მისი ავტორის მადლიერია, რადგან ახლა 3 წუთში შეუძლიათ დაძინება, თანაც ძალიან მარტივად.


image


ეს მეთოდი ჯერ კიდევ ძველ ინდოეთში გამოიყენებოდა ტრანსის მდგომარეობის მისაღწევად. თანამედროვეობაში კი სომნოლოგებმა ექიმ ენდიუ ვეილის ხელმძღვანელობით, რამდენადმე შეცვალეს იგი. შედეგი შესანიშნავი იყო. პაციენტების უმეტესობისთვის ამ მეთოდმა ეფექტურად იმუშავა. არავითარი ჰიპნოზი და თვითშეგონება.ამ მეთოდს პრაქტიკული ახსნა აქვს, რომელსაც ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ახლა კი, რაც შეეხევა თავად მეთოდიკას:

ჩაწექით საწოლში, მიიღეთ მოხერხებული პოზა. ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით 4 წამის განმავლობაში, შეიკავეთ სუნთქვა 7 წამით და ნელა ამოისუნთქეთ პირით 8 წამის განმავლობაში. თუ ამ პროცესის დროს არ დაგეძინათ( უმრავლესობა ამტკიცებს, რომ არ ახსოვთ როგორ ჩაეძინათ, სანამ 8-მდე დაითვლიდნენ), გაიმეორეთ პროცესი თავიდან.


როგორც სისიულელე ისე ჟღერს, ხომ?გეთანხმებით, მაგრამ მეთოდი ნამდვილად მუშაობს და აგიხსნით რატომაც: ადამიანთა უმრავლესობა სტრესის გამო ვერ იძინებს.თავში ათასი აზრი ტრიალებს, გულისცემა გახშირებულია, სისხლში კი ბევრი ადრენალინი. სუნთქვა ხშირი და ზედაპირული ხდება. როცა თქვენ ნელა ჩაისუნთქავთ, სუნთქვას იკავებთ და ნელა ამოისუნთქავთ, ორგანიზმი იძულებულია პულსი შეანელოს. ეს წმინდა ბიოქიმიური პროცესია.

ადამიანები, რომლებიც სტრესს ან მოუსვენრობას განიცდიან, ვერც კი აცნობიერებენ, რომ სუნთქვა ქრონიკულად შეკავებული აქვთ.

ჩასუნთქვის გახანგრძლივებით თქვენ ბევრ ჟანგბადს იღებთ, რომელიც სისხლში გადადის, სანამ სუნთქვა შეკრულია. ნელი და ხანგრძლივი ამოსუნთქვა კი ორგანიზმს გაწმენდაში ეხმარება. აი, ამ გზით იზრდება ჟანგბადის შემცველობა სისხლში. ამ დროს თქვენ შესაძლოა მსუბუქი თავბრუსხვევაც იგრძნოთ, ნუ შეგეშინდებათ: სისხლში ჟანგბადის მომატება მყისიერად მოქმედება და ამშვიდებს გულს, გონებას ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

ამ პროცესის დროს აუცილებელია დროის ინტერვალების დაცვა. ნუ დაითვლით ნურც ძალიან ნელა და ნურც ჩქარა. 7 წამით ყველას შეუძლია სუნთქვის შეკავება. ეს ტექნიკა 4-7-8 დღისითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როცა სიტყვით გამოსვლა, რთული მოლაპარაკება ან რამე ისეთი გელით, რაც სტრესს გამოიწვევს. ნუ შიშობთ, არ დაგეძინებათ, ისუნთქეთ ამ მეთოდით და თავადაც გაგიკვირდებათ რა სწრაფად იგრძნობთ თავს კარგად.

1
2143
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2143
  
2019, 26 აპრილი, 0:43
ყველა საიტი გადავქექე და ერთო და იგივე მეთოდი წერია
0 1 1