x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
"როცა შვილს ახალ მერსედესზე და ბეემვეზე წამოასკუპებთ წესები და ზრდილობაც აუხსენით"

image


ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ახალგაზრდებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს, იგი საკუთარ ისტორიას სოციალური ქსელის საშუალებით გადმოგვცემს და ყვება, თინეიჯერ ბიჭებსა და გოგოებზე, რომლებიც მანქანით მგზავრობისას უხამსოდ იქცევიან.


ვდგავარ შუქნიშანთან, პატიოსნად. არ მიყვარს, ყვითელზევე რო მოწყვიტავენ ხოლმე - საშიშია, ან გზაზე არ გადმოდიოდეს ვინმე, ან გზაჯვარედინზე ნაგვიანებ მანქანას არ გადააწყდე. ჰოდა, ასე რომ ვდგავარ, ამიტეხა ჭყვიტინი უკანა მანქანამ. რა თქმა უნდა, სარკეშიც არ გამიხედავს, მწვანეს დავუცადე და დინჯად დავიძარი. ამან, უკანამ გამბული სიგნალებით გადამისწრო - შევხედე, 17-18 წლისანი იყვნენ. წინ ბიჭები ისხდნენ, უკან გოგონები. ეს ბიჭი ხელებს მიქნევდა. გავატარე. თათა მეჯდა გვერდით და მოკლე სიგნალით დავკმაყოფილდი. წინ ხო ჩამიდგა და ისა, მარჯვენა ლაწირაკი ისევ გადმოყოფილი ხელით აგრძელებდა ჟესტიკულაციას. მერე ეტყობა მუღამში შევიდა, ფანჯრიდან ბეისბოლის ბიტა გადმოყო და ახლა იმას ატრიალებდა. აქ კი გადამეკეტა - მივამანევრე და გვერდით ამოუდექი. ვეკითხები რა გინდოდა მეთქი? - ძაან დაიბნა. არა, თქვენ არა, თქვენგან არაფერიო. მეთქი აბა ჰობი გაქვს შვილო, ბიტას ანიავებ მეთქი? ბოდიშიო, ჩაილუღლუღა. ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა - ამ და სხვა მსგავსი "ბავშვების" მშობლების გასაგონად: როცა შვილს ახალ ქამრიზე, მერსედესზე და ბეემვეზე წამოასკუპებთ, მოძრაობის წესები და ზრდილობაც აუხსენით. თორემ ვინმე ჩემზე სუსტ ნერვიანი შეხვდება და ბიტას თავზე გადაამტვრევს. მერე გვიანი იქნება "ბავშვი გაუბედურდა", და მისთანანი.image

0
192
9-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0