კახეთი რას წერდა წითელწყაროს რაიონული პრესა 1959 წელს 2017, 2 დეკემბერი, 17:46 წითელწყაროს გაზეთი „ახალი შირაქი“ 1959 წლის ნოემბერი
* ქედების ზონაში მრავალჯერ აღმოაჩინეს ისტორიული მნიშვნელობის ისეთი ნივთები, რომლები მეცნიერ-მუშაკთა აზრით მიეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის V-III საუკუნეებს. აღმოჩენებმა გაამდიდრა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, რისთვისაც მუზეუმმა ის მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც სოფელში ეს ნივთები შემთხვევით იპოვეს. ამას გარდა, სექტემბერში, მდინარე ალაზნიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, ნაქალაქარის მახლობლად აღმოაჩინეს სპილოს, სამჩლიქა ცხენის, ირმისა და მარტორქის ძვლები, რომელიც პალეოლითურ ხანას, ანუ მილიონი წლის წინა პერიოდს მიეკუთვნება. ასეთი აღმოჩენები იშვიათია საქართველოში.
* ქვემო ქედში დიდი ხანია დამთავრდა სასოფლო ამბულატორიისა და აფთიაქისთვის განკუთვნილი შენობის შიგაკეთილმოწყობა. მისი ექსპლუატაციაში გადაცემა შეუწყნარებლად ჭიანურდება იმის გამო, რომ კარები არ არის ჩამობმული. ეს მედიცინის მუშაკთა და მშრომელი მოსახლეობის ძალზე უკმაყოფილებას იწვევს. საჭიროა სამშენებლო საბჭომ ქმედითი ზომები მიიღოს.
* წითელწყაროს მილიციის უფროსი, ამხანაგი მელიქიძე, გვატყობინებს, რომ უნებართვოდ მუშაობის გამო ავტომძღოლ ოზაშვილს აეკრძალა მართვა. ქვემო ქედის მკვიდრებს ნინოშვილსა და ჭუჭულაშვილს, რომლებმაც ძველი ნაწილებიდან ავტომანქანები აღადგინეს და პირად სარგებლობაში ჰქონდათ, ჩამოერთვათ და კოლმეურნეობას გადაეცა დასაშლელად. ხოლო, მოქალაქე სარდიონ ფიროსმანაშვილს ავტომანქანა „პობედა“ დაილუქა, თავისივე ბინაზე, ერთი წლის ვადით.
* სწრაფი ტემპით ხორციელდება სამრეწველო ობიექტების პროგრესი, მაგრამ ასე არ ითქმის წითელწყაროს კირის ქარხნის კადრებით დაკომპლექტებაზე. მართალია ქარხანა გეგმებს გადაჭარბებით ასრულებს, წარმატება უფრო მეტი იქნებოდა კვალიფიციური კადრებით რომ იყოს დაკომპლექტებული. ქარხნის უფროს ინჟინრად მუშაობს გ. სმირნოვი, რომელსაც არა აქვს უმაღლესი განათლება. მშენებელ ინჟინრად - ვ. ნესტორიაკი, რომელსაც ამ მიმართულებით საშუალო სასწავლებელიც არა აქვს დამთავრებული და არ შეუძლია აწარმოოს რაიმე წესიერი მშენებლობა. ხოლო მომმარაგებლად მუშაობს უმაღლესი განათლების მქონე აგრონომი სამხარაძე. ასე პროგრესი არ მიიღწევა.
* წითელწყაროს სახალხო განათლების პროფკავშირებმა უზრუნველყო მასწავლებელთა სამ დღიანი ექსკურსია აზერბაიჯანის მოძმე რესპუბლიკაში. დაათვალიერეს ზაქათალის, კიროვაბადის, ნუხის და ახალი ქალაქი მინგეჩაური, მისი ჰესი და წყალსაცავი. მასწავლებლები დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდენ და ახალი ენერგიით შეუდგნენ მუშაობას. წინა კვირას იგივე მარშუტით აზერბაიჯანი დაათვალიერეს სოფელ საბათლოს კოლმეუნეობის ახალგაზრდებმა.
* საჭიროა მოსწავლეთა კოლექტიური სვლა კინოში. კლასის ხელმღვანელებს სააღმზრდელო გეგმების ერთ-ერთ საკითხად შეტანილი აქვთ მოსწავლეთა კინოში სვლა, მაგრამ ხშირად შეუსრულებელი რჩება. მიზეზი ისაა, რომ საკოლმეურნეო კლუბის მშენებლობა ქვემო ქედში არ დამთავრებულა. კარგი იქნება, თუ კულტურის განყოფილება მანამდის მოძრავი კინოთი დაგვეხმარება და ჩვენება სკოლის შენობაში მოხდება.
* ქედების ზონაში მრავალჯერ აღმოაჩინეს ისტორიული მნიშვნელობის ისეთი ნივთები, რომლები მეცნიერ-მუშაკთა აზრით მიეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის V-III საუკუნეებს. აღმოჩენებმა გაამდიდრა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, რისთვისაც მუზეუმმა ის მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც სოფელში ეს ნივთები შემთხვევით იპოვეს. ამას გარდა, სექტემბერში, მდინარე ალაზნიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, ნაქალაქარის მახლობლად აღმოაჩინეს სპილოს, სამჩლიქა ცხენის, ირმისა და მარტორქის ძვლები, რომელიც პალეოლითურ ხანას, ანუ მილიონი წლის წინა პერიოდს მიეკუთვნება. ასეთი აღმოჩენები იშვიათია საქართველოში.
1960 წლის ნოემბერი
* სოფელი არბოშიკი მთლიანად რადიოფიცირებულია, თითქმის ყველა ოჯახში დგას რადიორეპროდუტორი, მაგრამ შეიძლება ითქვას-ფორმალურად. სოფლის რადიო ქსელი ჩართულია ზემო მაჩხაანის რადიოკვანძში. თითქოს რადიო გაყვანილობა ნორმალურია, კვანძიც მუშაობს, მაგრამ რადიოებიდან ჩქამიც ძლივს ისმის. ყური ზედ რომ მიადო, მაინც ვერაფერს გაიგონებ. არბოშიკელები სამართლიან პრეტენზიას გამოსთქვამენ, რომ ისმენდნენ რადიოგადაცემებს და ახალ-ახალ, სასიხარულო ამებებს.
* წითელწყაროში ერთ-ერთი კეთილმოწყობილი და ეკონომიურად ძლიერი სოფელია არბოშიკი. ბიბლიოთეკა მოათავსეს ჭუჭყიან, გაურემონტებელ ოთახში. არც საკმარისი ინვენტარი აქვს და რაც გააჩნია ისიც მოძველებულია. მაგიდებზე გადასაფარებლის მაგივრად გაყვითლებული გაზეთები უფარიათ. განა ასეთ სოფელს ეკადრება ასეთი ყურმიუგდებელი ბიბლიოთეკა? ახლა სიტყვა სასოფლო საბჭოს და გამგეობას ეკუთვნის.
* სოფელ ქვემო ქედში კოლმეურნეობის საგზაო ბრიგადის მოუქნელი მუშაობის გამო სოფლის გზები მიუხედავია. კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნ. ახალაშვილი გვატყობინებს, რომ უკვე განიხილეს ბროგადის ჩამორჩენის საკითხი და გამოსასწორებლად დაისახა ღონისძიებანი. ჩვენს ფურცლებზე გაკრიტიკებული იყო მირზაანის კოლმეურნეობის გამგეობაც. მისი თავმჯდომარე თარაშვილი გვატყობინებს, რომ მათაც დაისახეს გეგმები ნაკლოვანებათა გამოსასწორებლად.
153 შეფასება არ არის
|