ხორავას ქუჩაზე გუშინ დაჭრილი მეორე მოზარდიც გარდაიცვალა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გუშინ დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განათლების სამინისტრო ორშაბათიდან პრევენციული ზომების მიღებას გეგმავს.