მსოფლიო ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ არა ხალხის საკეთილდღეოდ ზიმბაბვეს ახალი პრეზიდენტის შვილიც ისე ცხოვრობს, როგორც წინა პრეზიდენტის შვილი ცხოვრობდა 2017, 1 დეკემბერი, 13:58 ახლახანს მსოფლიოში, ერთერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში კერძოდ კი ზიმბაბვეში შეიცვალა ხელისუფლება. პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, რომელიც 37 წელი მართავდა ამ უღარიბეს ქვეყანას აიძულეს გამოეცხადებინა პოსტის დატოვების თაობაზე. აფრიკული ქვეყნის მოსახლეობა დიდი ოვაციებით და სიხარულით შეხვდა ამ ინფორმაციას, რადგან მათ ეგონათ, რომ მათვის საკეთილდღეოდაც გაკეთდებოდა რამე. სიხარული და ოცნება უკეთეს მომავალზე ოცნებადვე დარჩა, რადგან ახალმა პრეზიდენტმა გააგრძელა მართვის ის წესები, როგორითაც მართავდა ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი მუგაბე. 520 11-ს მოსწონს 1-ს არა
|