მსოფლიო როგორ სჯიან მოძალადეებს სხვადასხვა ქვეყანაში +13 2023, 11 სექტემბერი, 9:57 მას შემდეგ, რაც ამერიკელი სტუდენტი ბროკ ტერნერი გაასამართლეს გაუპატიურების ბრალდებით და მას მხოლოდ და მხოლოდ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ფაქტმა საზოგადოება აღაშფოთა. ბევრს ეჩვენებოდა, რომ ბიჭს უსამართლო სასჯელი მიუსაჯეს და ექვსი თვით პატიმრობა არაფერი იყო იმ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან შედარებით, რომელიც მან გოგონას მიაყენა. სანამ ამ კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს დავუჭერთ მხარს, ვნახოთ რა სასჯელები გამოიგონეს მოძალადეებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში. გაფრთხილებთ, რომ ქვემოთ მოცემულმა ინფორმაციამ შესაძლოა ორაზროვანი ემოციები გამოიწვიოს თქვენში!
როგორ სჯიან მოძალადეებს სხვადასხვა ქვეყანაში1. ჩინეთი. ჩინეთში მოძალადეს ეფარდება სიკვდილით დასჯა ან კასტრაცია. კასტრაცია იმიტომ, რომ "რითიც ჩაიდინა დანაშაული, სწორედ მას უნდა გამოემშვიდობოს". 2. ჩრდილოეთ კორეა. ჩრდილოეთ კორეაში მოძალადეს სიკვდილით სჯიან, მის გვამს კი რაზმისთვის საცეხცლე სამიზნედ იყენებენ. 3. ავღანეთი. ავღანეთში მოძალადეს მსხვერპლი სჯის. ნებისმიერი მეთოდით და მათ შორის სიკვდილით. 4. ეგვიპტე. ამ ქვეყანაში უცნაური მეთოდით სჯიან მოძალადეებს - საჯარო ჩამოხრჩობა. ფარდულზე დგომისა და ყულფში თავის გაყოფის შესაძლებლობა, ნამდვილად აკარგვინებს ადამიანს ვინმეზე ძალადობის სურვილს. 5. ნიდერლანდები. ნიდერლანდებში მოძალადეებს შედარებით მსუბუქი სასჯელი აქვთ, 4-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, ძალადობად არა მარტო გაუპატიურება, არამედ გოგონას კოცნაც ითვლება. ბიჭები ამ ქვეყანაში ხშირად არ დგამენ პირველ ნაბიჯს გოგოსთან ურთიერთობისას, გასაგები მიზეზების გამო. 6. ირანი. ეს ქვეყანა განთქმულია სასტიკი სასჯელებით, თუნდაც არცთუ მძიმე დანაშაულებისთვის და რა შეგვიძლია ვთქვათ ძალადობაზე? ასეთი ცოდვის ჩამდენებს ჩამოხრჩობით ან სიკვდილით სჯიან. და თუ რაიმე სასწაულით მსჯავრდებული მოახერხებს სასიკვდილო განაჩენის თავიდან აცილებას, მაშინ ან სამუდამო პატიმრობას შეუფარდებენ, ან წამებას. 7. საუდის არაბეთი. არაბული ქვეყნები ცნობილია სასტიკი კანონებით. აქ დამნაშავედ ცნობილ მოძალადეს სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე დახვრეტენ. 8. ისრაელი. ისრაელში მოძალადეს 4-16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება. 9. არაბთა გაერთიანებული საამიროები. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მსჯავრდებულს სასჯელის გამოტანიდან 7 დღის ვადაში სჯიან სიკვდილით. ასე აძლევენ საშუალებას, რომ ახლობლებს დაემშვიდობონ. 1061 5-ს მოსწონს
|