x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"უნდა გაგაფრთხილოთ: ძალიან საშიშია ვხედავ...." - ლელა კაკულიას სკანდალური წინასწამეტყველება

image


ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება მისი რამდენიმე გამოუქვეყნებელი წინასწარმეტყველება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ლელა კაკულია: ვხედავ, ძალიან საშიშია მდინარე დურუჯი, მაგრამ კახელები სტიქიას გაასწრებენ!


???? გთავაზობთ ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც აქამდე არ გამოქვეყნებულა



✅2023 წლის 20 ივლისი


ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ეს შავ ზღვას უკავშირდება. ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს ისეთ „ბალბას მოუხარშავს“, რომ პუტინი ვერ გაიმარჯვებს შავ ზღვაზე.




✅ 2023 წლის 1 აგვისტო


რუსეთი ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომ იაპონიასთან მოუწევს შერკინება. იაპონია, როგორც ადრე აღვნიშნე, თავის კუნძულებს თხოულობს და ამის ნიადაგზე, ასე ვთქვათ, „დასცხებენ ერთმანეთს“.


და, თუ ტრუმენმა 1945-ში ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოყარა ატომური ბომბები, ახლა აშშ დიდ დარტყმას რუსეთს მიაყენებს.


ვხედავ, პუტინისთვის მისაღებია, რომ იაპონიაში ბირთვული ბომბები ჩამოყაროს. ამას მოჰყვება დიდი ამბები. ვხედავ, როგორ ანთია წითელი ღილაკი! ძალიან რთული სიტუაცია იქმნება.



✅2023 წლის 8 აგვისტო


ამწუთას კილიმანჯაროს მთა მოდის ხედვაში... მოკლედ, ბუნება ისე ბობოქრობს, რომ მეორედ მოსვლას ჰგავს.


ვხედავ, ცხოველები საბინადრო ადგილებიდან გარბიან, წყლები დაშრება, მიწა, ზედაპირზე კი არა, სიღრმეში იწვის.


მაგრამ იმას, რაც მსოფლიოში ხდება და მოხდება, ანუ მასშტაბურ კატაკლიზმებს ბუნებასა თუ პოლიტიკაში, საქართველო გადაურჩება.


ადრე ვთქვი და კვლავ ვიმეორებ: საქართველო ამ რთულ პერიოდებში ყველაზე დაცული ქვეყანაა კოსმოსიდან. ბუნება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სუსტ დარტყმებს გვაყენებს.


2012 წლის 8 იანვარს ჩავწერე, რომ წყალდიდობებსაც ვხედავდი, მეწყერებსაც (რაც ახასიათებს ჩვენს ქვეყანას), მცირე მიწისძვრებსაც, მაგრამ არ ვხედავდი და არ ვხედავ ისეთ მასშტაბურ ნგრევებს, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხდება.


ჩვენი ქვეყანა გადაურჩებ ყველაზე საშინელ დარტყმას — ბუნების რისხვას, იმიტომ, რომ მთელი მისი ტერიტორია ნოეს კიდობანია!



‼️‼️‼️უნდა გაგაფრთხილოთ: ძალიან საშიშია მდინარე დურუჯი. თუ კალაპოტიდან გადმოვიდა, მთელ ყვარელს წაიღებს. ვხედავ, მდინარე ადიდდება, მაგრამ კახელები ჭკვიანურად იქცევიან — სტიქიას გაასწრებენ.


ვხედავ, გასაღები მიჭირავს ხელში და დიდ კარიბჭეს ვკეტავ საქართველოზე, რათა ვერავითარმა ბოროტებამ ვერ გადაუაროს. აბა, გაბედეთ და ნახავთ!


ვაი თქვენ, შადიმანებო! ვხედავ უზარმაზარ ცვლილებებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს.


P.S. ფოტოზე: ლელა კაკულია და სტომატოლოგი ირაკლი გვასალია (ფოთი)"- წერს ლელა კაკულია სოციალურ ქსელში.


image











0
804
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
804