x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134574
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ყველა ზღვარს გადავიდნენ: 5 ვარსკვლავი, რომელმაც იმაზე მეტი აჩვენა ვიდრე საჭირო იყო

image


უხერხული სიტუაციებისგან დაზღვეული არავინაა, თვით მსოფლიო მასშტაბის ვარკვლავებიც კი, თუმცა რიგითი მოკვდავებისგან განსხვავებით სელებრთების კაზუსები სინათლის სიჩქარით ვრცელდება და ტაბლოიდური გამოცემების განხილვის მთავარ თემად იქცევა. წარმოგიდგენთ უხერხულ სიტუაციებს, რომლებშიც მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი სახეები აღმოჩნდნენ.





კეტი პერი


image


კეტი პერი კონცერტებისთვის ყოველთვის უჩვეულო ჩაცმულობას ირჩევს. ზოგჯერ ვერც კი ხვდები, ეს უხერხული დამთხვევაა თუ მომღერლის კარგად გააზრებული ნაბიჯი. დროდადრო კეტი დავიწყებას ეძლევა და საკუთარ თაყვანისმცემლებს თავს აი, ასეთი პროვოკაციული "ლუქებით" ახსენებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსმენელი მის კონცერტზე სწორედ "ამის" სანახავად მისულიყო.




რიანა


image


რიანას მდიდრული კაბა არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უაღრესად მოკრძალებულიც ჩანდა, თუმცა კაზუსის თავიდან აცილება ვარსკვლავმა მაინც ვერ შეძლო: ბარბადოსელ ლამაზმანს მკლავის ცალი მხარე მოღალატურად ჩამოუცურდა და თაყვანისმცემლებს იმაზე მეტი აჩვენა, ვიდრე საჭირო იყო. რიანამ კაბის მხარი აუღელვებლად გაისწორა და პაპარაცებს ამ უხერხული მომენტის დაფიქსირების საშუალებაც მისცა.





ლედი გაგა


image


როგორც ჩანს, ლედი გაგას საკუთარ იმიჯში მეტი ექსცენტრულობის შეეტანა სურდა, თუმცა ის საბოლოო ჯამში მეტისმეტად უცნაური გამოვიდა. მისი კაბის წინა მხარე რთული დეკორით იყო გაფორმებული, მაშინ როდესაც მისი უკანალი საჯაროდ იყო გამოფენილი. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი ლედი გაგას უცნაურ ჩაცმულობას უკვე დიდი ხანია შეეჩვია, სელებრითის "ლუქი" მათ მაინც უგემოვნოდ ჩათვალეს.





ჯენიფერ ლოურენსი



image



კიდევ კარგი რომ მსახიობს ბიუსტჰალტერი მანქანაში და არა წითელ ხალიჩაზე გაეხსნა, თუმცა ეპიკური დაცემის გმირს უკვე აღარაფრის რცხვენია - ყურადღების ცენტრში ყოფნას ის უკვე დიდი ხანია მიეჩვია.




ტეილორ სვიფტი


image


ამერიკელი მომღერალი "Billboard Music Awards"-ზე ღრმა ჭრილიან, მდიდრულ ღია ვარდისფერ კაბაში გამოჩნდა. ვარსკვლავი ღონისძიების ოფიციალურ ფოტოებზე უდაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა, თუმცა საღამოს განმავლობაში ტეილორს ექსტრავაგანტულმა ჭრილმა არაერთხელ უმტყუნა.

0
807
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
807