განათლება რომელ სასწავლებლებშია ყველაზე მეტი და ნაკლები სტიპენდიანტი - სტატისტიკა 2017, 30 ნოემბერი, 15:00
2017–2018 სასწავლო წლის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებული სტუდენტები სახელმწიფო სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით ყოველთვიურად იღებენ. 2017 წელს პროგრამის “სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” საერთო ბიუჯეტმა 4 მილიონ 100 000 ლარი შეადგინა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროგრამაში ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 2017 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, ოქტომრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გამოყოფილი ასიგნებები წარმოადგინა. ინფორმაციის თანახმად და კონკრეტულ სასწავლებელში სტუდენტთა რაოდენობის გათვალისწინებით, 2017–2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გამოიკვეთა ყველაზე მეტი წარჩინებული/ სტიპენდიანტი სტუტენტების რაოდენობა უმაღლესების მიხედვით. პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: სტიპენდიანტთა რაოდენობა 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში: 1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 787 სტიპენდიანტი; 2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 616 სტიპენდიანტი; 3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 545 სტიპენდიანტი; 4. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 275 სტიპენდიანტი; 5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 199 სტიპენდიანტი. 52 შეფასება არ არის
|