კახეთის რეგიონული მედია იტყობინება, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, გასულ წლებში სამჯერ გაიჩხრიკა და სუს-ი ამ ხნის განმავლობაშიც პერიოდულად აკვირდებოდა, ვინ მიდიოდა ამ ბინაში.
„ბინა მინიმუმ 3-ჯერ გაჩხრიკეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მათ შორის 2015 წლის 14 ივნისსაც, როცა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი, აიუფ ბორჩაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.
მერაბ ცათიაშვილი აიუფ ბორჩაშვილთან მეგობრობდა. 14 ივნისს, რამდენიმე საათის განმავლობაში ცათიაშვილი დაკავებულიც იყო, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. ცათიაშვილის ახლობლების ინფორმაციით, 2016-2017 წლებშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პერიოდულად აკვირდებოდნენ ბინაში სტუმრად ვინ მივიდოდა.“