ჩვენც დიზაინერ თაკო უნდილაშვილთან ერთად ვეწვიეთ წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსს", სადაც ნაძვის ხეებისა და მოდური საახალწლო აქსესუარების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, ერთად შევარჩიეთ სახლის მოსართავად საჭირო ნივთები და მნიშვნელოვანი რჩევებიც მივიღეთ საახალწლო დეკორაციასთან დაკავშირებით.
- წელს ყველაზე ტრენდული საახალწლო დეკორაციები დედამიწის ტონებშია წარმოდგენილი. ყვითელი ძაღლის წელი მოდის და
- როგორ მოვრთოთ წელს ნაძვის ხე?
- თუ აქამდე ერთი კონკრეტული ფერით რთავდნენ ნაძვის ხეებს, წელს უფრო ტრენდული ფერადი ნაძვის ხე იქნება. არაჩვეულებრივად გამოიყურება თეთრი თუ წითელი აქცენტები. მოდურია ხის სათამაშოებიც. თამამად გამოიყენეთ თეთრი ფიფქები და აქსესუარები, რომლებიც ბზინვარე დეტალებით არის დატვირთული.
წელს ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული ნაძვის ხეებია მოდაში. "ბიბლუსში" ასეთი დიზაინის მაღალი ხარისხის არაერთ საახალწლო დეკორაციების მოვკარი თვალი.
რაც აქ ასევე მომხვდა თვალში, ბავშვობიდან რომ გვახსოვს ისეთი, რეალურთან მიახლოებული, სხვადასხვა ზომის თოვლის ბაბუებია, ოღონდ ბევრად უკეთესი ხარისხისა და ვიზუალის, რომელიც თქვენი საახალწლო დეკორაციის მნიშვნელოვანი შტრიხი გახდება.
- რას გვეტყოდი ზოგადად სახლის დეკორაციაზე?
- წელს განსაკუთრებულად აქტუალურია სხვადასხვა დიზაინის ანგელოზები. ეფექტურია მათი გამოყენება სადღესასწაულო მაგიდაზე, ბუხრის თავზე, ჭაღზე...
სახლის დეკორაციას ერთიორად გაალამაზებს ფერადი ფაჩუჩები, რომელიც დამდეგი წლის ფეხბედნიერ შემობრძანებასთან ასოცირდება. ამიტომ კარგი იქნება, თუ შემოსასვლელში დავკიდებთ, ან ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის შერჩეულ საჩუქრებს მათში მოათავსებთ.
ინტერიერის მორთვისას საზოგადოდ სასტუმრო ოთახზე ვაკეთებთ აქცენტს, თუმცა გირჩევთ, სხვა ოთახებშიც შევიტანოთ პატარ-პატარა საახალწლო განწყობის მომგვრელი აქცენტები. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა თემაზე შექმნილი საახალწლო კერამიკული ნივთები.
წელს სადღესასწაულო სუფრის თემატური ჭურჭლით გაშლა ძალიან აქტუალურია. ასევე ძალიან მოდური გახდა საახალწლო სუფრის შანდლებში მოთავსებული სანთლებით მორთვა.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, დაიწყეთ საახალწლო სამზადისი და გაიხანგრძლივეთ სადღესასწაულო განწყობა. 2018 წლის ყველაზე მოდური საახალწლო აქსესუარებისა და ნაძვის ხეების სრული ასორტიმენტი კი წარმოდგენილია "ბიბლუსი გალრეებში". თბილისი: ჭავჭავაძის #7 და კანდელაკის #7. ბათუმი: აბაშიძის #52