კახეთი დედოფლისწყაროს მერმა მოადგილეები დაასახელა 2017, 28 ნოემბერი, 16:09
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თათბირზე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ვიცე-მერები წარადგინა, თუმცა მის გუნდში ახალი სახეები არ არიან.
მერის გადაწყვეტილებით, მისი პირველი მოადგილის თანამდებობას სოლომონ ღორაშვილი დაიკავებს, მოადგილის კი - მალხაზ მერაბიშვილი. ორივე მათგანი დაახლოებით იგივე თანამდებობაზე მანამდეც მუშაობდა. სოლომონ ღორაშვილი 2012 წლიდან გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი იყო, ხოლო 2014 წლიდან გამგებლის მოადგილე. დღემდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში მუშაობდა მალხაზ მერაბიშვილიც. 2014 წლიდან ის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. სხდომას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, აიპ-ების, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და განყოფილების უფროსები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, იგივე მოხელეები აირჩიეს გასულ კვირას დედოფლისწყაროს საკრებულოს წამყვან თანადებობებზეც. შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც მერიც და საკრებულოს თავმჯდომარეც უცვლელი დარჩა - დედოფლისწყაროა. 107 შეფასება არ არის
|