x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჩვევები, რომლებიც გამდიდრების საშუალებას არ გვაძლევს

როგორც პარამეცნიერების წარმომადგენლები, კერძოდ კი ექსტრასენსები ამბობენ, ადამიანის ფინანსური მდგომარეობა, გარკვეულწილად, მის ჩვევებზეა დამოკიდებული და იმისთვის, რომ ის გამოსწორდეს, 6 მათგანზე უნდა ვთქვათ უარი. ეს ჩვევებია:

image


წუწუნი

imageთუ ადამოანი გამუდმებით წუწუნებს, მაგ., სახსრების უკმარისობის ან თავისი უბედური ცხოვრების გამო, მის ქვეცნობიერში, ნეგატიური განწყობა ყალიბდება, რომელსაც ადამიანი უბედურების და უფულობისკენ მიჰყავს.
სხვებთან საკუთარ პრობლემებზე წუწუნისას, ადამიანი თავად განაწყობს საკუთარ თავს ნეგატიურად. ამ დროს, ის ცუდზე ფიქრობს და ნეგატივს ასხივებს.

ზოგი ამბობს, რომ წუწუნი კარგად აქვს დაცდილი, მაგრამ მხოლოდ წუწუნით, ვერც ფულს მიიზიდავს და ვერც ბედნიერებას.

image

ყველაფრის და ერთდროულად მონდომება


ფულის საშოვნელად და დალხენილი ცხოვრებისთვის, ძალისხმევის გამოჩენა არის საჭირო. ღარიბ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ უეცრად გამდიდრების შანსი არ არსებობს (თუ, რა თქმა უნდა, ლატარიაში არ მოიგებს) და სასურველი მდგომარეობის მიღწევისთვის, შრომა, მოთმინება და გარკვეულწილად, რისკიც არის საჭირო.

უნდა გვახსოვდეს, რომ არაფერი გვეძლევა უბრალიდ.

image

არასაყვარელ სამუშაოზე მუშაობა


ადამიანი ვერასდროს დაწინაურდება იმ სფეროში მოღვაწეობისას, რომელსაც მისთვის სიხარული არ მოაქვს და საერთოდ, არ აინტერესებს ის, რასაც აკეთებს. იმისთვის, რომ ფული მიიზიდოთ, იმით უნდა იყოთ დაკავებული, რაც სულს ახარებს და გონებას ახალი იდეების გამომუშავებისკენ უბიძგებს.

მხოლოდ საყვარელი სამუშაო არის კარიერული წინსვლის და გამდიდრებისკენ სწრაფვის მოტივაცია.

image

შურის ჩვევა


სიმდიდრისკენ მიმავალი გზა შურზე ნამდვილად არ გადის. უფრო პირიქით – შური შიგნიდან ღრღნის ადამიანს და შეიძლება, ავადაც გახადოს. სხვისი წარმატების შური, ადამიანს საშინელ მდგომარეობაში აყენებს, რომელიც მას მოქმედების და საკუთარი იდეების და გეგმების რეალიზების საშუალებას არ აძლევს.

image

ეკონომიის გაკეთების ჩვევა


არსებობს ისეთი რაღაცეები, რაზეც ეკონომიის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. ესენია: ჯანმრშელობა, ბავშვები და განათლება.
გარდა ამისა, ყველაზე იაფასიანი საქონლის ყიდვის ჩვევაც ძალიან ცუდია. ადამიანი, რომელიც ყოველი თეთრის დახარჯვაზე კანკალებს, დიდ თანხას ვერასდროს მიიზიდავს.

image

დროის მოკვლის ჩვევა


ადამიანი თავად უნდა იყოს საკუთარი დროის მმართველი და არა პირიქით. ვერასდროს გამდიდრდება ის, ვინც უაზროდ კარგავს თავისი ცხოვრების წუთებს და საათებს.

არასდროს უნდა გადადოთ სამომავლოდ ის, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ.

image

ლოდინის ჩვევა


არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც მუდამ შესაფერის დროს მოლოდინშია და ყოველთვის პოულობს მიზეზს, რომელსაც საკუთარი გეგმების რეალიზების ხელისშემშლელად მიიჩნევს.

მაგ., თუ ადამიანი საკუთარი ბიზნესის წამოწყებას აპირებს, მისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი, შეიძლება იყოს: არასასურველი მომენტი, სეზონი, რემონტი სახლში, კრედიტის არ არსებობა და ა. შ.

თუ მიზანი არსებობს, შესაფერისი მომენტის ლოდინი საჭირო არ არის, თორემ ჩანაფიქრს განხორციელებას ვერასდროს შეძლებთ.

ხშირ შემთხვევაში, სწორედ ეს ჩვევებია, ადამიანის სიღარიბის და უბედურების მიზეზი რომ ხდება.

imageimage

18 რამ, რაც არასოდეს უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ

ცხოვრების ინსტრუქცია (ორი იგავი)

0
328
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0