კახეთი სიღნაღის ვიცე-მერად ჟურნალისტი მადონა ბატიაშვილი დაინიშნა 2017, 27 ნოემბერი, 15:49
მადონა ბატიაშვილი 2014 წლიდან კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი იყო. მანამდე კი იყო ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ კახეთის ბიუროს ჟურნალისტი და სხვა ადგილობრივი მედიასაშუალებების კორესპონდენტი. როგორც მადონა ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის სიღნაღელია, ამიტომ მუნიციპალიტეტის პრობლემებს კარგად იცნობს. ბატიაშვილი ამბობს, რომ ხელს შეუწყობს მეტი ქალის მოსვლას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. 143 შეფასება არ არის
|