x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«სველი» ეფექტი, ტექსტურული კულულები... 2018 წლის ვარცხნილობის ძირითადი ტრენდები
image


იმით დავიწყოთ, რომ მომავალი წლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ვარცხნილობა კოსა იქნება, რომელიც ყოველ სეზონზე ხელახლა «იბადება» და გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. რაც შეეხება კონკრეტულად მომავალი წლის ვარცხნილობას – კოსა პირდაპირ კინკრიხოზე (თავის ზედა ნაწილი) უნდა იყოს.

imageimage

imageგარდა ამისა, მოდის ექსპერტები და სტილისტები კიდევ რამდენიმე ვარცხნილობას გვთავაზობენ, რომლებიც ასევე მოდაში იქნება მომავალი წლის I ნახევარში.

image

«სველი» ეფექტი

image

ეს ტრენდი მოდაში პირველად 2014 წელს შემოვიდა და სტილისტები დღესაც არ ამბობენ უარს მასზე. სპეციალური გელი – «სველი ეფექტი», რომელიც თმას ახალდაბანილის ეფექტს ანიჭებს, მისთვის ფორმის მისაცემადაც გამოიყენება.

imageimageimageimageვარცხნილობის გასაკეთებლად, აუცილებელი არ არის გელის დატანა თმის მთელს სიგრძეზე, საკმარისია ის მხოლოდ თმის ძირებზე დაიტანოთ და შემდეგ სავარცხლით გადაივარცხხნოთ.
image

image

image

ტექსტურული კულულები

imageთუ მთელი ცხოვრების მანძილზე კულულებს ებრძვოდით – ახლა ის დროა, რომ თმას თავი დაანებოთ, მინიმუმ, უახლოეს 6 თვის მანძილზე მაინც. თან შემოდგომის და ზამთრის ნალექიანი ამინდები, საგულდაგულოდ გასწორებულ თმას, ისევ ბუნებრივ ფორმას დაუბრუნებს.

image

image

imageვისაც ხვეული თმა და ბუნებრივი კულულები აქვს, ისედაც იცის ეს ვარცხნილობა როგორ უნდა გაიკეთოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თმა ტალღოვანია, სველი თმა შუაზე გაიყავით, თითოეული ნაწილი ერთი მიმართულებით (ორივე სახისკენ, ან მის საწინააღმდეგოდ) დაახვიეთ, თმა ყურის წინ ამოიტარეთ და მისი ბოლო თავზე «წკაპებით» დაიმაგროთ. ასე გამშრალი თმა, გაშლის შემდეგ, ტექსტურული კულულების ფორმას მიიღებს და შეგიძლით ის ლაკით დააფიქსიროთ.

imageფერადი მელირება

imageდა, შესაძლოა, მომავალი სეზონის, ყველაზე მეტად განხილვადი ვარცხნილობა, ისევე როგორც მოდის პოდიუმებზე, თმის მკვეთრი მელირება იყოს. ამ ვარცხნილობის ავტორი, ცნობილი სტილისტი გვიდო პალაუა, ხოლო ფერადი თმა შეღებილი კი არა, ხელოვნურად, ცნობილი კოლორისტების მიერ იყო შექმნილი. თუმცა, ასეთი ვარცხნილობის გასაკეთებლად, ძვირადღირებული ხელოვნური თმის გამოყენება საჭირო არ არის, შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური თმის ცარცით ან მისამაგრებელი შეღებილი თმით.image
image

imageვარცხნილობის გასაკეთებლად, თუ შეღებილ თმას გამოიყენებთ, უმჯობესია, თუ ის ნატურალური იქნება, რომ თქვენს თმას კარგად შეერიოს და ვარცხნილობაც უფრო ბუნებრივი იყოს.

image


imageimage

imageრომელი ვარცხნილობაც არ უნდა ამოირჩიოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ტრენდში იქნებით.

image

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

2018 წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობა

ფერადი მელირება

გამაახალგაზრდავებელი ვარცხნილობები, 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის

12 მოდური ვარცხნილობა, რომელიც ყველას უხდება!

0
260
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0