ვარსკვლავები 2018 წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობა 2017, 22 ნოემბერი, 10:17
გრძელი თმა – რა თქმა უნდა, ლამაზია. მაგრამ, თანამედროვე ქალების უმრავლესობას, ცხოვრების ჩქარი ტემპის გამო, მოკლე ვარცხნილობის ტარება ურჩევნია... და ყოველთვის ჩნდება კითხვა, თუ რომელი ვარცხნილობაა ყველაზე აქტუალური? ამ მხრივ, მოდური ტენდენციები მუდმივად იცვლება, მაგრამ არის ისეთი ვარცხნილობები, რომლებიც ყოველთვის მოდაშია და ფაქტიურად, ყველას უხდება. ამ უნივერსალურ ვარცხნილობებს შორის, ერთ-ერთი, ბობ-კარეა. უკვე მერამდენე წელია, ეს ვარცხნილობია პოპულარობის პიკზე არის. თავის პოზიციებს ბობ-კარე არც 2018 წელს თმობს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ის ქალის ნებისმიერ გარეგნობას ხიბლს მატებს და ამასთან, ამ ვარცხნილობის უამრავი ვარიანტი არსებობს. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ტიპის თმას უხდება.
ბოქს-კარე — არის ვარცხნილობა, რომლის გამოყენებით შეიძლება სახის ნაკვთების კორექცია და აქცენტის თვალებზე გადატანა. ამასთან, მისი დავარცხნა და ფორმაში მოყვანა ძალიან მარტივია. ბობ–კარე მოკლე თმაზე
თუ მოკლე თმა მოგწონთ, ეს ვარცხნილობა სწორედ თქვენთვის არის მოგონილი. თანამედროვე იერი რომ ჰქონდეს გარეგნობას, თმა ასიმეტრიულად უნდა იყოს აჭრილი. თუმცა, გარკვეული წესების დაცვა აქაც საჭირო არის.
ბობ–კარე საშუალო სიგრძის თმაზე სწორედ ასეთი სიგრძეა ყველაზე პოპულარული 2018 წელს. ასე, რომ — ამ ვარიანტსაც მიაქციეთ ყურადღება: ბობ-კარეს შეუძლია ნებისმიერი თმა უფრო ტექსტურულად და მსუბუქად წარმოაჩინოს, და ასევე, უფრო მოცულობითს გახადოს.
«ჩოლკია» მოგწონთ? აირჩიეთ მოგრძო ან აჩეხილი ბობ-კარე.
მოგრძო ბობ–კარე ასეთი ვარცხნილობა იერს სითამამეს მატებს. ამიტომ, ის უფრო მეტად ახალგაზრ და გაბედული ქალბატონებისთვის არის მისაღები.
გრადუირებული ვარცხნილობა ცვლილება გინდათ? — დაამატეთ ვარცხნილობას გრადუირება (შეჭრილი თმის სიგრძეებს შორის სხვაობა დიდია და მათ შორის გადასვლები მკვეთრი და შესამჩნევია).
კრეატივული ვარცხნილობა თუ თამამი და არაორდინალური პიროვნება ბრძანდებით, მაშინ შეგიძლიათ თქვენს იერს კრეატივულობა შემატოთ – აიპარსეთ საფეთქელი ან კეფა. ეს არა მარტო კრეატივული, ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკული იქნება!
წარმოუდგენელი გარდასახვა. მხოლოდ თმა შეიჭრეს და ....
25576 9-ს მოსწონს
|