საზოგადოება პატარძლის ემოციურმა სიურპრიზმა სასიძო აატირა 2017, 27 ნოემბერი, 15:36 ბედნიერმა პატარძალმა მარია ჰოლანდი ტოსემ, თავის ქორწილში, შეძლო არა მარტო ყველა სტუმრის გაოცება, არამედ თავისი საყვარელი საქმრო-რონი ეიდვიჩიც გააოგნა. როგორც კი ფეხი შედგა ტაძარში, მოულოდნელად ხელში მიკროფონი დაიკავა და წარმოუდგენლად ლამაზი სიმღერა დაიწყო. ამ საოცარმა სიმღერამ მამამისი, ჩარლზ ტოსეიც კი გააოგნა. აღფრთოვენებულ საქმროს რეაქციაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მარიამ ეკლესიაში, გუნდისა და ორკესტრის თანხლებით, ზეციური ხმით შეასრულა სიმღერა "შენ გამზარდე მე". მისმა ჯადოსნურმა სიმღერამ, სასიძოზე ძალიან იმოქმედა და სულით ხორცამდე შეძრა. და არა მხოლოდ ის! დარბაზში არ იყო ადამიანი, რომელიც გულგრილი დარჩენილიყო, მომავალ მეუღლისადმი მოსიყვარულე პატარძლის მოულოდნელი სიურპრით. პატარძლის მიერ შერჩეული სიმღერა "შენ გამზარდე მე", რომელიც მის საყვარელ მეუღლისადმი საქორწილო სიურპრიზად იყო შერჩეული, სწორედ იდეალური სასიხარულო მომენტია. ბედნიერების ცრემლები, რომლებიც აკიაფდა სასიძოს თვალებში, საუკეთესო დასტურია იმისა, რომ მერი და რონიის ქორწინება ხანგრძლივი და წარმატებული იქნება! 182 7-ს მოსწონს
|