მიმოხილვა სახლი ბორბლებზე,რომლის ფასი 1,2 მილიონი ევროა 2017, 26 ნოემბერი, 18:16 ![]() 12 მეტრის სიგრძის ავტობუსს ყოველგვარი კომფორტის გარდა გააჩნია ავტო-ფარეხი, სადაც თავისუფლად ჩაეტევა ნებისმიერი სპორტული ავტომობილი, ისეთები ვთქვათ, როგორიცაა Ferrari და Lamborghini. ![]() ავტომობილი ერთი ღილაკის დაჭერით, ჰიდრავლიკური ლიფტის მეშვეობით გამოცურდება და ისევ შეცურდება ავტოფარეხში. რაც შეეხება შიდა ინტერიერს, კლიენტს შეუძლია საკუთარი გემოვნების მიხედვით შეუკვეთოს მისაღების, სამზარეულოს, თუ აბაზანის დიზაინი კაფელ-მეტლახით გაწყობილი. ![]() ავტობუსი აღჭურვილია დიდი მაცივრით და საყინულეთი, ჭურჭლის სარეცხი მანქანით, მიკროტალღური ღუმელით, Bose-Dolby-home Entertainment ხმის სისტემითა და ფართოეკრანიანი ტელევიზორით, რომელსაც თუ არ იყენებთ შეგიძლიათ კარადაში დამალოთ. ![]() ამასთანავე საწოლი ოთახი მომენტალურად შეგიძლიათ ტვ-დარბაზად აქციოთ. ![]() ავტობუსის ფასი იწყება 750 000 ევროდან და მთავრდება 1, 2 მილიონი ევროთი, გააჩნია შეკვეთის ვერსიას, ესეც Ferrari 458-ის გამოკლებით, რომელიც 170 000 ევრო ღირს. ![]() ავტობუსს გააჩნია 800 ლიტრიანი მტკნარი წყლის რეზერვუარი და 600 და 300 ლიტრიანი ავზი წყლის ნარჩენებისათვის. ![]() ![]() შეკვეთებს გერმანული კომპანია მთელი მსოფლიოდან იღებს, რა თქმა უნდა, ძირითადად, მდიდარი კლიენტებისგან. 262 6-ს მოსწონს
|