x
image
ნინო ნინო
სუიციდი- სიმხდალე თუ გამბედაობა
სუიციდი, იგივე თვითმკვლელობა მოზარდებში განსაკუთრებით გავრცელებული ფენომენია. ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ ყოველწლიურად გარდაცვლილ მოზარდზე თითქმის ყველა მეოთხე თვითმკვლელობის შემთხვევაა. სუიციდის თემა აქტუალურია მოზრდილებთანაც და ის არაა მხოლოდ აფექტური, გაუაზრებელი აქტი. მისი მიზეზები გაცილებით ღრმაა და ხშირად მჭიდრო კავშირშია კოგნიტურ სფეროსთან. ერთია ის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, რომელიც თვითმკვლელობის აქტის მიზეზებად შეიძლება მოვიაზროთ და მეორეა თვით ეს ფენომენი კაპიტულაციას ნიშნავს თუ გამარჯვებას, გამარჯვებას ყოფიერების აბსურდსა და ცინიზმზე.

ალბერ კამიუ ერთ-ერთ ახალგაზრდობისდროინდელ ნაწარმოებში “ქორწინება " წერს, რომ იმედი კაცობრიობის უდიდესი მტერიაო. ფრანგ მწერალ-ფილოსოფოსს შეიძლება ბევრიც შევედავოთ, მაგრამ ისიც ხომ შესაძლებელია, პანდორას ყუთში იმედი რომ არ დარჩენილიყო, გაცილებით მეტ ადამიანს მოეკლა თავი ყოველდღიურად. იმედი კი რჩება, როგორც მარადიული, მჭრელი სატყუარა ადამიანებისთვის, რომლებიც იტანენ გაწამებულ ყოფიერებას სწორედ ი მ ე დ ი თ.

თვითმკვლელობა ერთი მხრივ ლაჩრობას ჰგავს. ერთი შეხედვით ეს მართლაც ნათელია. ბუნებრივია, ეს გაქცევის მცდელობაა ყველაფრისგან, რაც გართმევს უფლებას თუ საშუალებას იცხოვრო ადამიანურ არსებასავით. ესაა აქტი, რომელიც ერთი თვალის შევლებით წითელი დროშების გამოფენას ჰგავს, მაგრამ როგორც ყველა მედალს, მასაც აქვს მეორე მხარე.

“თავის სიკვდილით თავს ვერ დაიხსნი"- თუ არ ვცდები სერგეი ესენინს სწერდა ჩვენი ცისფერყანწელი, ტიციან ტაბიძე. რა თქმა უნდა, თვითმკვლელობა ღალატსა და უღირსი გამოსავლის შერჩევას ჰგავს, მაგრამ სწორედაც საკვირველია, რომ ამ ბურუსში თითქმის ვერასდროს ვერ ხედავენ იმ სულიერ ძალას, რომელსაც ეს ადამიანები ავლენენ და პოულობენ საკუთარ თავში. თვითმკვლელობა რომ ადვილი იყოს, ალბათ ნახევარი კაცობრიობა გაწყდებოდა, ვინაიდან ყოველდღიურად უამრავი ადამიანი უძლებს დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, უმძიმეს ყოფით პირობებსა და საკუთარი არსებობის აბსურდულობის განცდას. საკვირველია, ამ აქტში ვერ დაინახო გენიის საიდუმლო, რომელიც ძალას გაძლევს ადამიანებს იმდენად აძლიერებს ჯოჯოხეთის ცეცხლიც ვეღარ აშინებს, არ აქვს დიდი მნიშვნელობა ათეიზმსა და თეიზმს ამ შემთხვევაში, რადგან ყოველთვის არსებობს ადამიანში მოსალოდნელი სასჯელის შიში. ნუთუ ლაჩრები არიან ადამიანები, რომლებმაც საბჭოთა გაუსაძლის ყოფას თვითმკვლელობა არჩიეს? როცა ცხოვრება გაუსაძლისია და ამ აბსურდის მყისიერად დასრულების ძალას პოულობ, არ შეიძლება გერქვას მხდალი. არ ვიცი, ვისთვის არიან მხდალები პაოლო იაშვილი ან გალაკტიონი.


რა თქმა უნდა, სუიციდისთვის ხოტბის შესხმა არც კი მიცდია, მაგრამ მაინც ღირს დაფიქრებად რა ძალისხმევა სჭირდება და რაოდენ დიდია მსხვერპლი. ადამიანები აქამდე მხოლოდ მას შემდეგ მიდიან, როცა მათივე მსგავსი არსებები მიწიერ ჯოჯოხეთს უქმნიან. მერე კი შეშლილებად და დამარცხებულებად რაცხავენ.image

14
1780
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
1780
  
2012, 29 ივნისი, 13:27
ძალიან დიდი მადლობა. ჩანს, ჩვენ კარგად გავუგებთ. მეც სწორედ ასე ვთვლი
2012, 29 ივნისი, 11:32
მაგრამ სხვა გამოსავალს რომ ვერ პოულობენ,მათ ერთადერთი გამოსავალიღა რჩება თავის მოკვლა.არ არის ის ადამიანი მხდალი ვინც თავს იკლავს.გალაკტიონს და პაოლოს სულაც არ ვთვლი მხადლებათ.გალაკტიონი პოეტი იყო და შესაბამისად თავისი სამყარო ჰქონდა.ის სამყარო, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის შეუცნობელი იყო.რის გამოც გალაკტიონის ცოტას თუ "ესმოდა".სწორედ ამ სამყაროს შუცნობელობის გამო გალაკტიონო ჩათვალეს რომ გიჟი იყო.და საგიჟეთში გამოკეტეს..გალაკტიონს სხვა გზა აღარ დარჩა ამიტომაც მან თავი მოიკლა.
2012, 29 ივნისი, 11:25
ყველა ძალიან კარგი სტატია
2012, 25 ივნისი, 12:48
ღმერთმა კიდევ უფრო გაგაძლიეროთ რწმენაში. ძალიან მიხარია ასე რომ გწამთ, მაგრამ მე ამ საკითხის გაშუქება რელიგიური მორალის და კიდევ სხვა ჩარჩოში ვცადე. ვიმედოვნებ, გესმით ჩემი
2012, 22 ივნისი, 17:58
შეგნებულ თვითმკვლელობას მოყვება–ჯოჯოხეთი!
სულის სასიკვდილო მდგომარეობა, ცოვდვილთა დასასჯელი ადგილი.

ჯოჯოხეთი საპყრობილეა და თანაც ყველაზე საშინელი, ცეცხლოვანი. ამ ჯოჯოხეთურ ცეცხლში ჩავარდებიან საბრალო განკიცხულნი, ცეცხლის უფსკრული კი მათ ყოველი მხრიდან შთანთქავს. იქ ყოველი არსება განსაკუთრებულად დაიტანჯება: თვალები სიბნელისა და კვამლისაგან, ამასთანავე სხვა ცოდვილთა და დემონთა თანამყოფობისაგან ევნებიან; ყურები გაიგონებენ მხოლოდ განუწყვეტელ ქვითინს, წუწუნსა და წყევლას; ყნოსვა დამწვარ სხეულთა სიმყრალით შეწუხდება; გემოვნება – ძლიერი წყურვილისა და საშინელი შიმშილისაგან, როდესაც ერთ წვეთ წყალსაც კი ვერ მიიღებენ ტანჯვის შესამსუბუქებლად. ამიტომაც ეს ცეცხლში ვნებული, საშინელი სასჯელით გატანჯული საბრალო ტყვენი ტირიან, კვნესიან, ქვითინებენ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, მაგრამ ვერ პოულობენ და ვერც ვერასოდეს იპოვიან შემსუბუქებასა და ნუგეშს.

ჯოჯოხეთში ტანჯვას დასასრული არა აქვს. იქ სხვადასხვაგვარად და მარადიულად იტანჯებიან. გაივლის ტანჯვის ასი წელი, ათასი, მილიონი წელი და საუკუნე, ტანჯვა კი სულ უფრო ახალი და მრავალფეროვანი იქნება.

თუ ანგელოზი ცოდვილს მიუტანდა ამბავს, რომ უფალი გაათავისუფლებს ჯოჯოხეთისაგან, როდესაც იმდენი მილიონი საუკუნე გავა, რამდენი წვეთი წყალიცაა ზღვაში, რამდენი ქვიშის მარცვალიცაა მიწზე, – მაშინაც კი საბრალო ცოდვილი უფრო დიდ სიხარულს შეიგრძნობდა ამ ამბის გამო, ვიდრე ადამიანი, რომელსაც უეცრად გამოუცხადებდნენ, რომ იგი დიდი სახელმწიფოს მეფედაა დადგენილი.
ასეთია ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთის ტანჯვა!
2012, 22 ივნისი, 11:20
იმისათვის რომ საკუთარ თავს ზიანი მიაყენო ძალიან დიდი სულიერი სიძლიერეა საჭირო ან მთლიანად დაცემული უნდა იყო და ტკივილებს ვეღარ გრძნობდე... ჩემი აზრით გამბედაობა ნამდვილად ჭირდება :|
2012, 20 ივნისი, 10:29
ეს ლარკმა კარგად გამიგო, სწორად აღიქვა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10