x
image
პოკაჰონტასი
ჯანსუ დერე - ვინ არის თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი, სერიალიდან "დედა" (+ფოტოები)
image

სახელი და გვარი: ჯანსუ დერე
დაბადების თარიღი: 14 ოქტომბერი, 1980 წელი

დაბადების ადგილი: ანკარა, თურქეთი
ეროვნება: თურქი

პროფესია: მსახიობი, მოდელი, ტელეწამყვანი
კარიერა: 2003 წლიდან
ზოდიაქო: სასწორი
სიმაღლე: 176 სმ


წონა: 55 კგ


ახალგაზრდა თურქი მსახიობი, ჯანსუ დერე, დაიბადა და გაიზარდა თურქეთში. გოგონამ საშუალო განათლება იზმირში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა სტამბულის უნივერსიტეტის არქეოლოგიურ ფაკულტეტზე განაგრძო.

2000 წელს, ჯანსუმ არაჩვეულებრივი გარეგნობის წყალობით, მესამე ადგილი დაიკავა სილამაზის კონკურსზე "Miss Turkey". სწორედ, კონკურსმა შეუწყო მას ხელი დაუფლებოდა მოდელის პროფესიას.

კინოსამყაროში, ჯანსუ დერეს დებიუტი 2003 წელს შედგა. გოგონამ პატარა როლი მიიღო სერიალში "Alacakaranlık" ("ბინდი"). პირველი აღიარება ახალგაზრდა მსახიობს მოუტანა ტელესერიალმა "სილა", სადაც მან სილას როლი შეასრულა.

2016 წელს, ჯანსუ მთავარ როლზე დაამტკიცეს თურქულ სატელევიზიო პროექტში "Anne" ("დედა"). მასში განსახიერებული ზეინეფის გმირი მსახიობისთვის მეტად წარმატებული აღმოჩნდა.

ჯანსუ დერე, თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი და მოდელია. იგი წარმოადგენდა ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა MAGNUM და AVON, ხოლო 2012 წლიდან, კომპანია L'Oreal - ის სახეა.

ახალგაზრდა მსახიობი თავისუფალ დროს კითხვას უთმობს, აგრეთვე, გატაცებულია ფოტოგრაფიით.


რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ის ჯანსუსთვის არ აღმოჩნდა ისეთივე წარმატებული, როგორიც კარიერა. ახალგაზრდა ქალი ძალიან ფრთხილობს სიყვარულში მას მერე, რაც თითქმის ქორწინებამდე მისული ურთიერთობა დაენგრა კომედიური ჟანრის მსახიობ ჯემ ილმაზთან. საყვარელმა მამაკაცმა ჯანსუს მისივე მეგობართან უღალატა. ამჟამად, მსახიობი ქორწინებაში არ იმყოფება და ჯერჯერობით, არც რომელიმე მამაკაცთან ახლო ურთიერთობაში შეუნიშნავთ პაპარაცებს, თუ საზოგადოებას.


ფილმოგრაფია:

2003 - "Alacakaranlık" ("ბინდი") (ირმაკი)

2004 - "Metro Palas" ("მეტრო პალასი") (ნაზანი)

2005 - "Fire Of Autumn" ("შემოდგომის ხანძარი") (ჯეილანი)

2006 - "Kabuslar Evi Takip" ("კოშმარების სახლი: დევნა")

2007 - "The Last Ottoman: Knockout Ali" ("უკანასკნელი ბელადი: იანდიმ ალი") (დეფნე)

2006-2008 - "Sıla" ("სილა") (სილა)

2009 - "Love, Bitter" ("მწარე სიყვარული")(ოია ილმაზ ათაოღლუ)

2009 - "Yahsi Bati - The Ottoman Cowboys" (მარი ლუ)

2009-2011 - "Ezel" ("ეზელი") (ეისანი)

2011 - "Behzat Ç. Seni Kalbime Gömdüm" ("მე შენი გული დავიპყარი")(სონგული)

2012 - "Magnificent Century" ("დიდებული საუკუნე") (ფირუზე)

2012 - "El Yazısı" (ზეინეფი)

2016 - "Anne" ("დედა") (ზეინეფ გუნეში)

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




ასევე დაგაინტერესებთ:


ბერენ გიოქილდიზი - ვინ არის პატარა მსახიობი, თურქული სერიალიდან "დედა" (ფოტოები)

image



გონჯა ვუსლათერი - ვინ არის თურქი მსახიობი ქალი, სერიალიდან "დედა" (ფოტოები)

image


ვინ არის ელიფი (+ფოტოები)
image

ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში "პატარა", თურქული სერიალიდან "ძმა"

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება ბაჰარის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image

ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ეფსუნის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში მელექის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "ელიფი" (+ფოტოები)

image



ოია ბაშარი - ვინ არის თურქი მსახიობი ქალი, სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image



ბაჰარ შაჰინი - ვინ არის ახალგაზრდა თურქი მსახიობი, სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image



რიზა ქოჯაოღლუ - ვინ არის თურქი მსახიობი მამაკაცი, სერიალიდან "ძმა" (+ფოტოები)

image



0
8019
3-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
8019
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0