საზოგადოება ვინ არის და როგორ გამოიყურება ხულიას გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები) 2017, 8 მაისი, 8:55 სახელი და გვარი: აჰუ სუნგური დაბადების თარიღი: 5 თებერვალი, 1981 წელი დაბადების ადგილი: სტამბული ეროვნება: თურქი პროფესია: მსახიობი ზოდიაქო: მერწყული სიმაღლე: 176 სმ წონა: 55 კგ თურქი მსახიობი, აჰუ სუნგური, დაიბადა სტამბულში, 1981 წლის 5 თებერვალს. მან სტამბულის თეატრალური სასწავლო აკადემია დაამთავრა. აჰუ სუნგური, 20-ზე მეტ სერიალშია გადაღებული, რომელთა შორისაა: "1001 ღამე" ("1001 gece")(2006), "მე მას ფერიხა დავარქვი" ("Adini Feriha Koydum")(2011), "სასოწარკვეთილი დიასახლისები"("Umutsuz Ev Kadınları")(2011), რომელიც გახლავთ თურქული ვერსია, ამავე სახელწოდების ამერიკული კომედიური სერიალისა და "მოპარული ცხოვრება" ("O Hayat Benim")(2014). თავდაპირველად, მსახიობი ეკრანზე 1999 წელს გამოჩნდა ფილმში "ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთად" ("Ayrılsak da Beraberiz"). თურქი მსახიობი განსაკუთრებით პოპულარული გახდა ხულია ათაჰანის როლით, სერიალში "მოპარული ცხოვრება", რის შემდეგაც უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა. მას ინსტაგრამზე 70, 000 - ზე მეტი, ხოლო ტვიტერზე 90, 000 - მდე გამომწერი ჰყავს. ამჟამად, აჰუ სუნგური ცხოვრობს და მუშაობს სტამბულში. მსახიობი, 2002 წლიდან ქორწინებაში იმყოფება: ჰყავს მეუღლე - სუათ სუნგური და ერთი შვილი. ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ეფსუნის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები) ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ჯანსუს გმირი, თურქული სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები) ვინ არის თურქი მსახიობი მამაკაცი, სერიალიდან "ელიფი", რომელმაც მრავალი ქვეყნის მაყურებლის გული დაიპყრო (+ფოტოები) ვინ არის და როგორ გამოიყურება ბაჰარის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები) 4674 5-ს მოსწონს
|