x
image
პოკაჰონტასი
ვინ არის და როგორ გამოიყურება ჰასრეთის გმირი პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)
image

სახელი და გვარი: იჯლალ აიდინი
დაბადების თარიღი: 14 სექტემბერი, 1971 წელი

დაბადების ადგილი: ნევშეჰირი, თურქეთი

ეროვნება: თურქი
პროფესია: მსახიობი, მწერალი, ჟურნალისტი
ზოდიაქო: ქალწული
სიმაღლე: 165 სმ
წონა: 66 კგ



თურქი მსახიობი, იჯლალ აიდინი, დაიბადა და გაიზარდა თურქეთში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მსახიობმა 1989 წელს, სწავლა განაგრძო ანკარის უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის მეორე წელს, ახალგაზრდა მსახიობი საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა. უცხო ქვეყანაში, იჯლალი პროფესიონალურ თეატრში მუშაობის პარალელურად, თავის შესანახად და დამატებითი ანაზღაურებისათვის, ჭურჭელს რეცხავდა რესტორნის სამზარეულოში.

1996 წელს, ბერლინში წასვლიდან 6 წლის შემდეგ, იჯლალ აიდინი კვლავ თურქეთში დაბრუნდა.

1997 წლიდან, თურქი მსახიობი, ჩართული იყო სატელევიზიო პროექტებში, მუშაობდა პროდიუსერად და მსახიობად, აგრეთვე იგი დღემდე წერს სტატიებს ქალთა ყოველკვირეული ჟურნალისთვის. მსახიობი საკმაოდ ბევრ სერიალშია გადაღებული, სადაც ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს განასახიერებს. ქართველმა მაყურებელმა, იჯლალ აიდინი გაიცნო თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება", სადაც იგი ჰასრეთის როლს ასრულებს.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მსახიობმა ოჯახი 19 წლის ასაკში შექმნა. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი - ზეინაფ ლალი. იჯლალ აიდინი, 2015 წლიდან მესამე ქორწინებაში იმყოფება.


ფილმოგრაფია:

1995 - "Bir Demet Tiyatro", "Mirasyediler"

1998 - "Sıcak Saatler"

2000 - "Vizontele", "Yarın Geç Olmayacak", "Zor Hedef"

2001 - "Dedem", "Gofret ve Ben"

2003 - "Vizontele Tuuba"

2004 - "Avrupa Yakası"

2005 - "Organize İşler"

2006 - "İki Aile"

2009 - "Güldünya", "Haneler"

2012 - "Aşkın Halleri", "Göç", "Gına"

2014 - "Arkadaşım Hoşgeldin", "O Hayat Benim"





imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


იჯლალ აიდინი ახალგაზრდობაში

image



ასევე დაგაინტერესებთ:



ვინ არის და როგორ გამოიყურება ბაჰარის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ეფსუნის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image




ქერემჯემი - თურქი მსახიობი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა "ათეშის" გმირით გაიცნო, მეორე პროფესიით არანაკლებ პოპულარულია (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება ხულიას გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image




ვინ არის ინდოელი მსახიობი, სანდიას გმირი, რომელიც რეჟისორმა სასტიკი და ყველასათვის მოულოდნელი ფინალისთვის გაიმეტა (+ფოტოები)

image




ვინ არის ელიზა, ბრაზილიური სერიალიდან "ყველაზე ლამაზი" (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება ნერიმანის და ნიჰანის გმირი, პოპულარული თურქული სერიალებიდან "სტამბოლის ორი სახე" და "შენი ზოდიაქოს ფერი" (+ფოტოები)

image








0
4416
4-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
4416
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0