x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ არის და როგორ გამოიყურება ნერიმანის და ნიჰანის გმირი, პოპულარული თურქული სერიალებიდან "სტამბოლის ორი სახე" და "შენი ზოდიაქოს ფერი" (+ფოტოები)

image


image

სახელი და გვარი: ნესლიჰან ათაგიული

დაბადების თარიღი: 20 აგვისტო, 1992 წელი


დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი

პროფესია: მსახიობი, მოდელი

კარიერა: 2006 წლიდან

ზოდიაქო: ლომი

სიმაღლე: 168 სმ

წონა: 52 კგ

ჰობი: ფრენბურთი, ცურვა, კითხვა და ცხენით გასეირნება


თურქი მსახიობი, ნესლიჰან ათაგიული, დაიბადა და გაიზარდა თურქეთში. მისი მამა ჩერქეზული წარმოშობისაა, ხოლო დედა-ბელორუსიელი. ნესლიჰანმა განათლება იედითეფეს უნივერსიტეტში მიიღო, სადაც მან თეატრალური ფაკულტეტი დაამთავრა. გოგონას ბავშვობიდან ყველაზე მეტად მსახიობობა აინტერესებდა. მან ეს ოცნება მალევე აიხდინა.

კინოსამყაროში, ნესლიჰანის დებიუტი 13 წლის ასაკში შედგა ფილმით "პირველი სიყვარული" ("İlk Aşk"). ამავდროულად, ახალგაზრდა მსახიობის გარეგნობა ცნობილი სააგენტოების ყურადღების ცენტრში მოექცა, იგი სხვადასხვა სარეკლამო რგოლში გადაიღეს.

ნესლიჰან ათაგიულის კარიერის აღმავლობის ეტაპი მაშინ დაიწყო, როდესაც გადაიღეს სერიალში "სტამბულის ცა" ("Yaprak Dökümü").

ახალგაზრდა მსახიობის ცხოვრებაში, მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მთავარი როლი, სერიალში "სტამბულის ორი სახე" ("Fatih Harbiye"), სადაც მისი პარტნიორი, მსახიობი ქადირ დოღულუა. ამას გარდა, ქადირი შემდგომში ნესლიჰანის ცხოვრების სიყვარულადაც იქცა.

2015 წელს, ნესლიჰან ათაგიული სერიალში "შენი ზოდიაქოს ფერი" ("Kara Sevda"), ნიჰან სეზინის როლზე დაამტკიცეს. მას პარტნიორობას პოპულარული თურქი მსახიობი, ბურაქ ოზჩივითი უწევს. სერიალი ლათინურ ამერიკაში, ყველაზე რეიტინგულ თურქულ სერიალად გამოცხადდა, აიღო მრავალი ჯილდო, როგორც საუკეთესო საპნის ოპერამ, აგრეთვე, წარდგენილი იყო "Golden Butterfly Awards"-ზე.


რაც შეეხება ნესლიჰან ათაგიულის პირად ცხოვრებას, მსახიობი დაოჯახებულია. მისი მეუღლე თურქი მსახიობი ქადირ დოღულუა. წყვილი ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე შეხვდა, როდესაც იღებდნენ სერიალს "სტამბულის ორი სახე". ნესლიჰანი და ქადირი 2016 წლის 8 ივლისს დაქორწინდნენ.


ნესლიჰან ათაგიული, თურქული კინომატოგრაფიის, უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქალი მსახიობია. იგი ბევრ ნომინაციაზე და პრესტიჟულ კინოფესტივალზეა წარდგენილი. მათ შორის, 2007 წელს აირჩიეს საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად ("Altin Koza Film Festivali"), ხოლო 2012 წელს, წლის საუკეთესო მსახიობ ქალად იქნა დასახელებული ("Tokyo Uluslararasi Film Festivali").


ფილმოგრაფია:

2006 - "პირველი სიყვარული" ("İlk Aşk") (ბაჰარი)

2006-2010 - "სტამბულის ცა" ("Yaprak Dökümü") (დენიზი)
2011 - "საყვარელო მამა" ("Canım Babam") (პინარი), "განსაწმენდელი" ("Araf") (ზეჰრა)

2011-1012 - "ცხოვრება გრძელდება" ("Hayat Devam Ediyor") (შირინი)

2013-2014 - "სტამბოლის ორი სახე" ("Fatih Harbiye") (ნერიმანი)

2015 - "ყველაფერი რაც შენგან დამრჩა" ("Senden Bana Kalan") (ელიფი)

2015 - "შენი ზოდიაქოს ფერი" ("Kara Sevda") (ნიჰანი)


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



ნესლიჰან ათაგიული და ბურაქ ოზჩივითი

image



ნესლიჰან ათაგიული და მისი მეუღლე - ქადირ დოღულუ

image

imageimage





ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ არის ელიზა, ბრაზილიური სერიალიდან "ყველაზე ლამაზი" (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში არზუს გმირი, თურქული სერიალიდან "ელიფი" (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში მელექის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "ელიფი" (+ფოტოები)

image




ვინ არის ინდოელი მსახიობი, სანდიას გმირი, რომელიც რეჟისორმა სასტიკი და ყველასათვის მოულოდნელი ფინალისთვის გაიმეტა (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება ბაჰარის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ეფსუნის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image




ქერემჯემი - თურქი მსახიობი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა "ათეშის" გმირით გაიცნო, მეორე პროფესიით არანაკლებ პოპულარულია (+ფოტოები)

image






0
5624
5-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
5624
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0