პროზა შემთხვევითი პაემანი წიგნთან - შენ რომელ ბესტსელერს ირჩევ? 2017, 24 ნოემბერი, 15:59
პაემანზე უცნობ ადამიანთან თუ ყოფილხართ? არა? მაშინ დროა, სცადოთ შემთხვევითი პაემანი წიგნთან. ასე საინტერესოდ ჟღერს „ბიბლუსის“ ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც წიგნები ისეა შეფუთული, რომ მყიდველმა არ იცის, რომელ წიგნს ყიდულობს. პროექტისთვის მხატვრული ლიტერატურიდან უკანასკნელი 3 თვის 50 ბესტსელერი წიგნი შეირჩა. თითოეულ შეფუთვაზე პატარა ხელნაკეთი მინიშნებაა, რომელიც მიხვედრილ მკითხველს საშუალებას აძლევს გამოიცნოს, თუ რომელი შეფუთვის ქვეშ რომელი წიგნი იმალება.
„ხელნაკეთი ნივთები ჩვენი ერთ–ერთი მიმართულებაა. სწორედ ამან გვიბიძგა ახალი სახალისო გამოწვევის გაკეთებისკენ. კრაფტის ქაღალდში ლამაზად შეფუთულ წიგნებზე პატარა ხელნაკეთი ნივთებია დამაგრებული. თითოუელ მათგანს ჩვენი თანამშრომლები ამზადებენ. სახალისო და საინტერესოა მინიშნებები, რომლებიც მკითხველს საშუალებას აძლევს, გამოიცნოს თუ რომელ წიგნს კითხულობს, ” - განმარტავს "ბიბლუსის" სოციალური მედიის მენეჯერი ნინუცა ოქროპირიძე. გამოცნობის პროცესი ოდნავ რთული რომ ყოფილიყო, ყველა წიგნს ერთი ფასი ადევს. გამოწვევის მონაწილე წიგნები ორ საფასო კატეგორიას წარმოადგენენ. გამოცემები, რომელთა ფასებიც 9-11 ლარის ფარგლებში მერყეობს, 9 ლარად იყიდება, ხოლო 12-დან 15 ლარამდე ღირებულების წიგნები - 12 ლარად. ეს კიდევ ერთი სტიმულია მკითხველისთვის, რომ წიგნები შეიძინონ. საინტერესო გამოწვევაში ჩართული მკითხველი ორმაგ სარგებელს მიიღებს: პოზიტიურ ემოციას, რომელსაც შემთხვევითი პაემანი წიგნთან მოგიტანთ, დიდ ხანი გაგყავებთ და წიგნთან უფრო დაგამეგობრებთ. მეორე მხრივ კი ბესტსელერების შეძენას რეგულარულთან შედარებით უფრო დაბალ ფასადაც შეძლებთ. იდუმალებით შეფუთული წიგნები საუკეთესო საუკეთესო სასჩუქრე იდეაა. ”ბიბლუსის” გამოწვევა შეიძლება სამეგობრო წრის გამოწვევადაც იქცეს. აჩუქეთ ერთამენთს ლამაზად შეფუთული წიგნები და პოზიტიური ემოციები. შემთხვევითი პაემანი წიგნთან გელოდებათ ”ბიბლუსი გალერეაში”, თბილისი: ჭავჭავაძის #7 21 8-ს მოსწონს
|