პროზა „ბიბლუსი“ დეკემბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების 10–ეულს აქვეყნებს 2018, 8 იანვარი, 11:13 საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ მკითხველებში მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში დეკემბრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპ ათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა ”ბიბლუსის” 57 ფილიალში. როგორც „ბიბლუსში“ აცხადებენ, რეიტინგებში არ იყო გათვალისწინებული ლიტერატურა, რომელიც დეკემბრის თვეში აქციის ფარგლებში გაიყიდა, რაც წიგნებზე გარკვეულ ფასდაკლებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგების ტოპ სამეულში ამჯერად ორი უცხოელი, ხოლო ერთი ქართველი მწერლის ნაწარმოები შევიდა. ათეულის საპატიო პირველ ადგილს დებიუტანტი ქართველი მწერალი თათული ღვინიანიძე და მისი რომანი „აღიარება ხელისგულზე“ იკავებს. აღნიშნულმა რომანმა რამდენიმე თვის წინ სახალხო კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გაიმარჯვა და მკითხველის მხრიდან დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. მეორე ადგილზე მსოფლიოში აღიარებული თურქი მწერალი ელიფ შაფაქი და მისი ცნობილი რომანი - „სიყვარულის 40 წესი“ გავიდა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც აღნიშნული წიგნი ყველაზე გაყიდვად სამეულში ხვდება. მესამე პოზიციას კი ყველასთვის საყვარელი გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი იკავებს წიგნით - „ნასესხები სიცოცხლე“. რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპ ათეულში დიდი წილი კვლავ შემეცნებით წიგნებსა და ზღაპრებზე მოდის. ”ბიბლუსი” ყოველთვიურად შემოგთავაზებათ ტოპ ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში. ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა
ტოპ 10 საბავშვო წიგნი
59 9-ს მოსწონს
|