პროფილაქტიკა ცუდი სუნი პირიდან და 10 მიზეზი,რომელიც მას იწვევს 2017, 24 ნოემბერი, 13:45 დაგვეთანხმებით, ძალიან უსიამოვნოა, როცა მოსაუბრეს პირიდან ცუდი სუნი ამოსდის. ამ დროს ყველა ცდილობს მას თავი აარიდოს, გაურბიან მასთან საუბარს, კონტაქტს. სუნის მიზეზი შეიძლება გაფუჭებული კბილი, კუჭ-ნაწლავის პრობლემა და ჰიგიენის უგულებელყოფა იყოს, მაგრამ არსებობენ სხვა მიზეზებიც, რომლებზეც ალბათ ვერასოდეს იფიქრებდით, რომ შესაძლოა სწორედ ისინი იყვნენ დამნაშავენი ამ პრობლემის წარმოშობაში. ესენია: სტრესი ჩვეულებრივი, ბანალური სტრესი. როცა სამსახურში მუდმივად დაძაბული ხართ, პირადი ცხოვრება არ გეწყობათ და ა.შ.სტრესის დროს ორგანიზმში გამოიყოფა კორტიზოლი, ადრენალინი და ნორადრენალინი. სწორედ ეს 3 ჰორმონი ახდენს პირის ღრუში პათოგენური მიკროფლორის ზრდის პროვოცირებას, რომელიც თავის მხრივ ცუდი სუნის მქონე ნივთიერებას გამოყოფს. ენა ![]() პირის სიმშრალე პირიდან ცუდი სუნის მიზეზი შეიძლება პირის ღრუს სიმშრალეც გახდეს. ტყუილად კი არ გვირჩევენ ექიმები დღეში 2 ლიტრამდე წყლის დალევას. თუ ცოტა სითხეს იღებთ, ნერწყვიც შესაბამისად ცოტა გამოიყოფა და ენის უჯრედები კვდომას იწყებენ. მკვდარი უჯრედები კი შესანიშნავი გარემოა პათოგენური ბაქტერიების გასამრავლებლად. გაჭედილი ცხვირი და ხვრინვა ![]() დიეტა უარს ამბობთ საუზმეზე ფიგურის გამო? არც ნოყიერ სადილს მიირთმევთ კილოგრამების მომატების შიშით?ან სულაც მონოდიეტას იცავთ? მაშინ გილოცავთ, თქვენ ჯილდოდ ნამდვილად მიიღებთ “მომწამვლელ" სუნს პირიდან. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ შიმშილობას ჩვენი ორგანიზმი აღიქვამს როგორც ერთგვარ განსაცდელს, გაჭირვებას, და ყველა ზომას მიმართავს მასთან საბრძოლველად:იწყებს ორგანიზმში დაგროვილი ცხიმების დაწვას. იმის გარდა, რომ ეს ჯანმრთელობისთვისაც საშიშია, გამოიყოფა კეტონები, რომლებიც თავის მხრივ, პირის ღრუს ცუდი სუნის წარმოშობის მიზეზიცაა. კუჭი მჟავე სუნი პირიდან-კუჭის პრობლემებზე მიანიშნებს. თუ სუნს კუჭის ტკივილებიც და გულისრევაც ახლავს, სრულიად შესაძლებელია, რომ გასტრიტთან ან კუჭის წყლულთან გვქონდეს საქმე. ყელის და ცხვირის დაავადებები ![]() თირკმელები, ფილტვები და დიაბეტი ფილტვის დაავადებები ხშირიად მიმდინარეობენ პირის ღრუდან ცუდი სუნის თანხლებით. მწარე სუნი თირკმელების დაავადებაზე მიანიშნებს. ხოლო აცეტონის მკვეთრი სუნი კი დიაბეტზე მიუთითებს. პროთეზი პროთეზები განსაკუთრებულ და გულმოდგინე მოვლას საჭიროებენ. ჰიგიენის ნორმების უგულებელყოფამ კი არამარტო უსიამოვნო სუნი, ღრძილების დაავადებაც კი შეიძლება გამოიწვიოს. პირსინგი ![]() 2400 2-ს მოსწონს |
altim17@gmail.com
სუნი გადის რამდენიმე დღეში. გარანტიით