x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
6 წლის ბავშვი მზად არის, რომ მოძალადის დასჯის სანახავად ფული გადაიხადოს

მაქს პლანკის საზოგადოების (Max-Planck-Gesellschaft zur Förderung der Wissenschaften e.V., MPG) ადამიანის კოგნიტოლოგიის და ტვინის შესახებ მეცნიერებათა ინსტიტუტში, ნიკოლაუს სტეინბეისის (Nikolaus Steinbeis) ხელმძღვანელობით კვლევა ჩატარდა, რომლის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ ადამიანებს რა ასაკიდან უჩნდებათ ანტისოციალური ქცევის დასჯის და მისი ყურების სურვილი. როგორც გაირკვა, 6 წლის ასაკში ბავშვს უკვე აქვს დამნაშავის დასჯის მოთხოვნილება და იმის სანახავად, თუ როგორ სჯიან მას, მზად არის «გადაიხადოს» კიდეც.


image
ცნობილია, რომ როდესაც ადამიანები ხედავენ სხვების მიმართ გამოჩენილ აგრესიას, შფოთავენ და უარყოფით ემოციას განიცდიან, რაც მათში დაჩაგრულის დახმარების სურვილის სტიმულირებას იწვევს. მაგრამ, ამავდროულად, ისინი სიამოვნებით აკვირდებიან, ასოციალური ქმედებისთვის, დამსახურებულად დასჯის პროცესს.
ზემოთ ხსენებულ კვლევაში 4, 5 და 6 წლის ასაკის 72 ბავშვი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის დაწყებამდე, ბავშვებს ჟეტონები დაურიგეს — ეს ფულის ანალოგიური მონეტები იყო და აუხსნეს, რომ «ფულის» გადახდის შემთხვევაში, მათ წარმოდგენის ნახვის საშუალება ექნებოდათ. მათთვის გამართულ სპექტაკლებში, ძირითადად, 2 პერსონაჟი მონაწილეობდა: «კეთილი» და «ბოროტი». მეცნიერები ბავშვებს, წარმოდგენებს შორის, სათამაშოებით თამაშის საშუალებას აძლევდნენ. ბავშვს რომელი სათამაშოც მოეწონებოდა, წარმოდგენის მონაწილე კეთილი პერსონაჟი აწვდიდა, ხოლო ბოროტი, ჩასაფრებული იყო და ბავშვს სათამაშოს ართმევდა. შემდეგ, ისევ წარმოდგენა აჩვენეს, მაგრამ სცენაზე უკვე მე-3 პერსონაჟი – «დამსჯელი» გამოჩნდა. როგორც კი «ბოროტის» დასჯის სცენა დაიწყო, უეცრად ფარდა დაეშვა და ბავშვებს უთხრეს, რომ თუ სპექტაკლის გაგრძელების ნახვა უნდოდათ, «ფული» უნდა გადაეხადათ (წინ ორი კოლოფი ედოთ და გადახდის სურვილის შემთხვევაში, ჟეტონი ერთი კოლოფიდან მეორეში უნდა გადაეტანათ).

აღმოჩნდა, რომ სამართლიანი სასჯელის სანახავად, «ფულის» გადახდის სურვილი, 4 წლის ბაბშვებში ნახევარზე ნაკლებს ჰქონდა, 5 წლის ბავშვებში – ნახევარზე ცოტა მეტს, ხოლო 6 წლის ბავშვებში – თითქმის 80 %-ს.


image

imageimageimageimageimageimageimage











0
172
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0