x
image
intermedia.ge
Mediator image
რას სთავაზობს შავ პარასკევს ბიბლუსი თავის მომხმარებელს?

image

"შავი პარასკევის" ტრადიცია სათავეს აშშ-ში იღებს. ამ სახელით აღინიშნება ნოემბრის ბოლო პარასკევი, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს. შავ პარასკევს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დამკვიდრდა, თუმცა ტერმინი "შავი პარასკევი" 1966 წლიდან ჩნდება. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თურმე, თავდაპირველად ის გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს.


"შავი პარასკევი" აქტუალურია უკვე საქართველოშიც და მის ფარგლებში წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" წინასაახალწლოდ თავის მომხმარებელს საუკეთესო შეთავაზებას უკეთებს. 24 ნოემბერს "ბიბლუსის" კონკრეტულ ფილიალებში მისულ მომხმარებლებს ექნებათ საშუალება
საახალწლო აქსესუარებისა და ნაძვისხეების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ და ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ უმაღლესი ხარისხის 2018 წლის ტრენდული საახალწლო დეკორატიული ნივთები.

"შავი პარასკევის" აქცია მოქმედებს ბიბლუსის შემდეგ ფილიალებში:
თბილისი: "ბიბლუსი გალერეა" ჭავჭავაძის #7 და კანდელაკის #7, ასევე თბილისი მოლის, გუდვილის და გლდანის სითი მოლის ფილიალებში. ბათუმი: "ბიბლუსი გალერეა" მემედ აბაშიძის #52.



0
53
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0