სხვა ხელთუქმნელი სილამაზე – ბუნების მიერ შექმნილი თაღები (პირველი ნაწილი) 2017, 19 ნოემბერი, 23:52 მილიონი წლის განმავლობაში ქარი, წყალი და მზე მუდმივად შრომობდნენ ამ არქიტექტურული შედევრების შესაქმნელად. თვითეული თაღი ჭეშმარიტად უნიკალურია და იმსახურებს ბუნების სილამაზის ყველა მოყვარულის ყურადღებას.
პეიზაჟური თაღი, აშშ
ამერიკის შეერთებულ შტატებში იუტას შტატში მდებარეობს ულამაზესი ეროვნული პარკი "არკი", სწორედ აქ არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ძალიან ლამაზი ბუნებრივი თაღი. პეიზაჟურ თაღს საკმაოდ სწორი გეომეტრიული ფორმები აქვს, თაღის სიგრძე 88.4 მეტრია. მას ისეთი შეხედულება აქვს, გეგონება ახლა ჩამოიშლებაო. თაღი მთავარი ეროვნული სიმბოლოა იუტას მოსახლეობისთვის. თაღის გამოსახულებას წააწყდებით როგორც მანქანის სანომრე ნიშნებზე, ასევე საფოსტო მარკებზე. იგი ერთ-ერთი უძველესი ბუნებრივი თაღია მსოფლიოში. მკვლევართა აზრით, ბოლო ათასი წლის მანძილზე თაღის ფორმა მკვეთრად შეიცვალა. წყლისა და ქარის გავლენით უფრო მყიფე გახდა, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს რომ ერთ ადგილზე თაღი ძალიან შეთხელებულია. მთვარის გორა, ჩინეთი ჩინეთში, გუილინის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს მთვარის გორა - საოცრად ლამაზი ბუნებრივი თაღი, რომლის სიმაღლე 50 მეტრია. როგორც მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თაღის წარმოქმნა კირქვის მღვიმის ჩამოშლამ გამოიწვია. წყლისა და ქარის გავლენით გორაზე სწორი ფორმის ხვრელი ჩამოყალიბდა, რომელიც ძალიან ჰგავს ჰორიზონტზე ამომავალ მთვარეს. გორის სიმაღლე საკმაოდ შთამბეჭდავია და დაახლოებით 300 მეტრია, მისი ფერდობები დაფარულია ხშირი ტყით. გორა განსაკუთრებით პოპულარულია აქტიურ ტურისტებში. მწვერვალზე ადის ქვის კიბე, რომელსაც 1000-ზე მეტი საფეხური აქვს, ასვლას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება. მაღლიდან მშვენიერი პანორამული ხედები იშლება. მთვარის გორას თავისი საიდუმლო აქვს, თუ თქვენ მას სხვადასხვა კუთხიდან შეხედავთ, ნახავთ, რომ ის თავის ფორმებს იცლის და ჰგავს მთვარეს სხვავდასხვა ფაზაში. პონ–დარტი, საფრანგეთი საოცარი ბუნებრივი ხიდი პონ დარტი საფრანგეთში, ამავე სახელწოდების ქალაქში მდებარეობს. მისი ფორმირება განაპირობა მდინარე არდაშმა, რომელმაც ასწლეულების განმავლობაში კლდიდან დიდი ზომის თაღი გამოიღო. თაღის სიგანე დაახლოებით 60 მეტრია, სიმაღლე 50 მეტრი. ზაფხულობით ახლოს მდებარე პლაჟი სავსეა ადგილობრივებითა და ჩამოსული დამსვენებლებით. უკვდავი ხიდი, ჩინეთი ჩინეთში ტაიშანის მთაზე არის ეგრეთწოდებული უკვდავი ხიდი – საოცარი და ლამაზი თაღოვანი წარმონაქმნი. თაღი რამდენიმე უზარმაზარი, ჩამოვარდნისას გახერგილი ლოდებისგან წარმოიქმნა. ადგილობრივ მცხოვრებლბს ხიდთან მრავალი ლეგენდა და თქმულება აკავშირებს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ადამიანი, რომელიც ამ ხიდს გადაივლის, უკვდავებას მოიპოვებს. არკო ნატურალე, იტალია იტალიაში, კუნძულ კაპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთ-ერთი უნიკალური ბუნებრივი თაღი მდებარეობს. თაღი ზღვის დონიდან 200 მეტრზეა. მისი სიმაღლე დაახლოებით 18 მეტრია, სიგანე 12 მეტრი. თაღი დერდლ–დორი, დიდი ბრიტანეთი ინგლისში, საგრაფო დორსეტში მდებარე დერდლ–დორის თაღი კირქვისგანაა წარმოქმნილი. ის სხვა განზომილებაში გამავალ ფანტასტიკურ კარიბჭეს ჰგავს. თაღის სახელწოდება შედგება ძველი ინგლისური სიტყვის «thirl», რაც ნიშნავს ნატყვიარს, ხოლო «door», ითარგმნება როგორც კარი. ცისარტყელას ხიდი, აშშ პლანეტის ყველაზე მაღალი ბუნებრივი თაღიც იუტას შტატში, ნაციონალურ პარკ "არკი" – ს ტერიტორიაზეა. რომანტიკული სახელწოდების თაღის სიმაღლე 90 მეტრია. ხიდი, რომელიც განათებისდა მიხედვით ფერებს იცვლის, მართლაც გაქვავებულ ცისარტყელას გვაგონებს. სახელწოდება მას ადგილობრივმა ინდიელებმა მისცეს, ისინი ასწლეულების განმავლობაში ხიდთან ლოცულობდნენ და მას დედამიწისა და ცის შემართებელ კარად მიიჩნევდნენ. 104 3-ს მოსწონს
|