სხვა იაკუტიაში 83,5 კარატიანი ალმასი მოიპოვეს 2017, 11 მაისი, 19:10 მსოფლიოში ალმასის მოპოვებაში უდიდესი აქციონერული კომპანია "ალროსა" იუწყება: იაკუტიაში (რუსეთი), აიხალსკის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის საბადო "იუბილეინაია" – ში მოპოვებულ იქნა ალმასი მასით 83, 5 კარატი.
ნახევრადგამჭვირვალე, მოყვითალო შეფერილობის, ოქტაედრის ფორმის კრისტალი ზომით 24, 0×15, 0 х 17, 0 მილიმეტრია. საბადო "იუბილეინაია" – ში ალმასის მოპოვება 1989 წლიდან დაიწყო. ამ საბადოს მარაგები საერთაშორისო სტანდარტებით 95 მილიონ კარატ ალმასის ნედლეულს შეადგენს. 2016 წელს აიხალსკის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში 12, 2 მილიონი კარატი ალმასი მოიპოვეს. 59 შეფასება არ არის
|