x
image
შავი
გურამ შენგელიას (დარუს) ხსოვნას

მალე გათენდება მეორმოცე ღამე და კვლავ გავატარე ეს ღამეც თეთრად,


მე კვლავ ვიხსენებ ულამაზეს წუთებს, როცა ვიყავით ერთად,


ეხლაც თვალწინ მიდგას შენი გაღიმება, ესეც შეიცვალა მკვეთრად,


რატომ დამასწარი, სიტყვა დაარღვიე და ჩემზე ადრე მიხვედი ღმერთთან,


მახსოვს მპირდებოდი რომ არ დამტოვებდი, გვერდში მედგებოდი მუდამ,


თურმე მართალია როცა ხალხი ამბობს ღმერთს ხომ თავისთან კარგები უნდა,


დღემდე ვერ ვიჯერებ ნუთუ სიმართლეა?! ნუთუ აღარ მყავახარ გვერდით?!


გახსოვს მპირდებოდი შენსკენ ნასროლ ტყვიას გადავუდგებიო მკერდით?!


დარუ არ წახვიდე, სიტყვა აასრულე, გთხოვ ნუ მიატოვებ სასტავს,


ძმაო არ წახვიდე, გული რად მოკალი, შენზე უკეთესი არ გვყავს,


ღმერთო ნუთუ მართლა უნდა შევეგუო, უნდა ვიარო ეული?


უკვე მეზიზღება ირგვლივ ყველაფერი და ეს ცხოვრება წყეული,


არასდროს ავწევთ შენი ხსოვნის ჭიქას,
მუდამ მოგიგონებთ ცოცხლად,


შენს გახსენებაზე მუდამ ვიამაყებთ, არასდროს ვიქნებით მორცხვად,


ძმაო არ იდარდო, მშობლებს ჩვენ მოვუვლით, მათ არ მივაკლებთ სითბოს,


შენი გახსენება, ჩვენი ერთად ყოფნა გახსოვდეს ყველას გულს გვითბობს,


გვერდში დავუდგებით ნინის და თეოს, მათი იამაყებ მალე,


ყველაფერს დავთმობთ ამ ქვეყანაზე ოღონდ
გაახელდე თვალებს,


არ დაგივიწყებთ არცერთი წამით და შენს სახელზე დავანთებთ სანთელს,


როცა წახვედი თან მზეც ჩაბნელდა და ვეღარ ვხედავთ ნათელს,


ძლიერ დამაკლდი, უკვე ვერ ვაზროვნებ, დღესვე გაგიცვლიდი ადგილს,


შენსა და სიკვდილს შორს ვინმე მოვიდოდეს, უცებ ჩააგდებდეს მანდილს,


ხომ არ წახვიდოდი, აქ მეყოლებოდი, ჩვენ დროს მოვკლავდით ერთად,


მაგრამ არ გაჩერდი, უცებ გამეპარე, სწორედ ამიტომ ვარ კენტად,


ასე ახალგაზრდა მიწას მიგაბარეთ, ღმერთო სამართალი სად არი?


მჯობზე მჯობიო არ დაილევა, მაგრამ არავინ გყავს შესადარი,


ყოველ რვა სექტემბერს ვფიცავ სულ ავღნიშნავთ და შენს სადღეგრძელოს ვიტყვით
ღიმილით,


შენზე სიყვარულში ღვინო მოგვერევა, მოგიძღვნით ლექსებს, სიმღერებს ყვირილით,


ისე გავატარებთ ყოველ რვა სექტემბერს, როგორც ვატარებდით ადრე,


შენ შორს არ წასულხარ, რწმენა მეუბნება ოდესმე შევხდებით სადმე,


ადრე მეშინოდა მე გარდაცვალების, ეხლა კი გაქრა ეს შიში,


რადგან იქ მაღლა ვიცი შენ დამხვდები, ხოდა მაშინ რა მიჭირს,


ღმერთმა ჩემო გურამ ნათელში გამყოფოს, მუდამ აცხონოს სული,


ერთი იცოდე, უშენოდ ძმაო ცხოვრება არის დღეს რთული,


როდესაც დავლევთ მუდამ გახსენებთ და დაილევა სულ სახსოვრები,


თვალებს მოაკლდი ჩემო ძამიკო, გულებს კი მუდამ ემახსოვრები!

imageimageimageimage

























































0
53
2-ს მოსწონს
ავტორი:შავი
შავი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0