შოუბიზნესი ზაზა ნოზაძე შენი სურნელი ასდის ჩემს დღიურს 2012, 18 ივნისი, 15:50 შენი სურნელი ასდის ჩემს დღიურს
შენით გავჟღინთე ისევ ფურცლები
ჩემი გრძნობები და ამას პლიუს
სველ მოგონებებს ვერ დაუძვრები
იასამნისფრად გავცქერი წარსულს ცრემლის თებერვალს ვიყენებ სოლოდ გარდაცვალების მარში მე არ მსურს მაგრამ ეხლა ვგრძნობ ახსასრულს მხოლოდ ნარიყალიდან გავცქერი თბილისს სადღაც დავკარგე მე ძლიერება ნარიყალაზე რა უნდა ტკივილს აქ ხომ დავგეგმეთ ბედნიერება ვეღარ გავუძლეთ ზამთრის ამ ყინვას თებერვლის ბოლოს იგრძენი სუსხი და მე დღეს მარტოს ისევე მცივა ადამიანში რომ წყდება პულსი ჩემი დღიური ატირდა მხედავს და შენს გარეშე ვეღარ ძლებს ის თუ ჩემი შვილი არ გეტყვის დედას მაშ გაუმარჯოს ჩემს არ შობილ შვილს აღარ ვჭამ სადილს საუზმეს დილით ვცხოვრობ წარსულით მივირთმევ იმედს ვუყურებ სიზმარს ვერთობი ძილით რომ წავაწყდები მე რომ მსურს იმ ერთს ვიქეცი მე შენს მაზოლად თვალზე ვიქეცი უინტერესო ნივთად დეპრესიად თუ ბრუს დასხმად თავზე ვიქეცი მხრებით სატარებ ტვირთად ვიქეცი შენი განწყობის მკვლელად ერთ ფეროვნების ნიმუში მქვია ვიქეცი შენთვის უცებ და ხელად სტუმრად სუფრაზე რომ მოვა გვიან მარტო შევცქერი ჩვენს ვარსკვლავს ცაზე ველი რომ ლექსის წაკითხვას მთხოვე თან თავს დამადებ მხარზე და მისმენ ეს იყო და აღარ იქნება ხოლმე მარადიული არაფერია და მითუმეტეს ბედნიერება ყოველ დასაწყისს დასასრული სდევს კვდება ყოველი მშვენიერება ვეღარ გეტყვი რომ მიყვარხარ ჩემო ვეღარ აღიგწერ გრძნობას ამ განცდის დღეს კი მთხოვ წასვლისას არც გაგაჩერო დღიურს კი კვლავ შენი სურნელი ასდის 331 2-ს მოსწონს
|