x
image
შავი
ზაზა ნოზაძე რამდენიმე შეკითხვა ჩემი დღიურიდან (უნიჭიერესი ადამიანი)
ცხოოვრებაა მკაცრი თუ ჩვენ ვართ ძალზე მკაცრები

იქნებ ჩვენ გვაქვს ცოფი და ძაღლებს უნდათ აცრები

რატომ ტყდება ტოტი როცა კენწეროზე აძვრები

რად მივყავარ ქუჩას იქით საც არაა ტაძრები


რატომ დამიძახეს გიჟი თავის თავს კი ჭკვიანი

რატომ მიყვარს ჩემი სატრფო თუ ვარ გულით ქვიანი

რატომ არის მინდვრის მდელო ყოველ დილით ცვრიანი

იქნებ ტირის ჩვენს შემყურეს თვალები აქვს წყლიანი

ყველა არის მღვრიე სახით მღვრიე ფიქრში გართული

ვითომ ევროპული ხავსი თვით არის სტანდარტული

მე მცხვენია მისალმება პრივეტ გახდა ქართული

რად ინგრევა აქ ოცნების კოშკის ყველა სართული

რატომ არის შეუძლო თამაშობა ცეცხლით

ან მოყვანა გაზაფხულის თუნდაც ერთი მერცხლით

რატომ იყიდება ყველა ოქროზე ან ვერცხლით

რა შეიქმნა პირველად ქათამი თუ კვერცხი

ნუთუ მართლა არსებობს ოქროს თევზი ნატვრის თვალი

ანდა იდეალური ვინმე კაცი ანდა ქალი

ანდა დროის მანქანა და დროებში ძრომიალი

რეალიზმში მყავდა ხუთი ოცნებაში ორიანი

რატომ უნდა დამიძახონ დევნილი ან ლტოლვილი

ან რად არის პროსპექტებზე ბუჩქი ჩემზე მოვლილი

ვაღიარებ არ ვარ წმინდა ვარ ძალიან ცოდვილი

მაგრამ წრფელად ვნანობ ხატთან როცა ვამბობ რომ ვტირი

რა ფერია სიკვდილი რომ ვერ შეაკავებდით

იქნებ მითხრათ ცისარტყელის რა ფერს შეადარებდით

ეჰ იქედან დაბრუნებულს კითხვებს შევაპარებდი

თუ მეტყოდა საიდუმლოს ჩუმად მე ვატარებდი

იქნება და ზოგ კითხვაზე მიპასუხონ ზოგმა

კითხვები მაქვს იმდენი რომ მთლად დამასხა ოფლმა

მაგრამ ისე მე ვინ ვგდივარ შექსპირია უპასუხოდ

დღემდე ვერვინ გასცა მასაც ყოფნა თუ არ ყოფნა

მინდა მე ვისწავლო ცნობა ვიდრე გახდა გვიანი

როგორ ვიცნო მაცდური მახინჯია? რქიანი?

მართლა არის ანგელოზი ნათელი და ფრთიანი?

და მე ვინ ვარ მხეცის უცხო ჯიში ადამიანი?

image





















2
216
2-ს მოსწონს
ავტორი:შავი
შავი
216
  
2012, 17 ივნისი, 21:03
გაიხარე
2012, 17 ივნისი, 20:51
კაი ლექსია საღოლ ავტორ ;)
0 1 2