მუსიკა გარდაიცვალა ჯგუფ AC/DC-ის გიტარისტი მალკოლმ იანგი 2017, 18 ნოემბერი, 20:11 ძმებ იანგებს კიდევ ერთი წევრი გამოაკლდათ, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯგუფის დამაარსებელი და გიტარისტი მალკოლმ იანგი. აღსანიშნავია, რომ მალკოლმ იანგმა ჯგუფი AC/DC 2014 წელს, დემენციის დიაგნოზის გამო დატოვა. შეგახსენებთ, ამა წლის 22 ოქტომბერს გარდაიცვალა უფროის ძმა ჯორჯ იანგი, რომელიც 70 წლის იყო. ჯგუფი AC/DC ძმებმა ძმებმა ჯორჯ, მალკოლმ და ანგუს იანგებმა 1973 წელს შექმნეს, რომელიც იქცა არა მარტო მშობლიურ ავსტრალიაში, არამედ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად, იგი ჯგუფ ლედ ზეპელინითან ერთად ერთადერთი შემრულებელია ჰარდ და ჰევი მეტალში, რომელთა გაყიდული ალბომების რაოდენობა 200 მილიონს აჭარბებს.(ამასთანავე ისინი ყველა დროის ყველაზე გაყიდვად შემსულებელთა ტოპ-10-ში არიან მოხვედრილები) ხოლო მათი ალბომი Back in Black(1980) პოპულარობით მსოფლიოს ყველა დროის და ჟანრის ტოპ-5-შია შესული.მთლიანად დღეისთვის ამ ალბომის 50 მილიონი ასლია გაყიდული.(აქედან მარტო აშშ-ში 22 მილიონი გაიყიდა) 52 6-ს მოსწონს
|