ქალი და მამაკაცი ქართველი ქალი, რომელიც ქმარმა ბანქოში წააგო, გერმანელმა პრინცმა კი ცოლად შეირთო - დაუჯერებელი ისტორია 2017, 21 ნოემბერი, 11:11 ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში, საქართველოში მოხდა. სწორედ ამ დროს ჩამოვიდა საქართველოში გერმანელი პრინცი, გენერალი კონსტანტინე ოლდენბურგი, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I–ის დის, ეკატერინეს შვილიშვილი. იგი ქუთაისში დასახლდა და ღვინის წარმოებას მიჰყო ხელი. 1885 წელს, კონსტანტინე "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრირებულ წარმოდგენაზე მიიწვიეს ბარბარე ბარათაშვილის სალონში, სადაც იმ დროს მიხაი ზიჩი მუშაობდა თავის ცნობილ ილუსტრაციებზე. წარმოდგენაში დასავლეთ საქართველოს ნაღები საზოგადოება მონაწილეობდა, მათ შორის იყო ნესტან-დარეჯანის კოსტიუმში გამოწყობილი, მშვენიერი აგრაფინა ჯაფარიძე - სამეგრელოს თავადის, ტარიელ დადიანის მეუღლე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რაჭველი თავადის ასულ აგრაფინაზე ტარიელ დადიანმა პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ იქორწინა. ისტორიული წყაროების ერთი ნაწილის ცნობით, "საბედისწერო" წარმოდგენის დროს მათ უკვე ორი საერთო შვილი ჰყავდათ, სხვა წყაროების მიხედვით კი ტარიელ დადიანს მხოლოდ პირველი ცოლიდან ჰყავდა შვილები. კონსტანტინე ოლდენბურგს მშვენიერი თავადის ქალი იმდენად ჩაუვარდა გულში, რომ მის ქმარს ქალის სანაცვლოდ ფული შესთავაზა. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სამი ვერსია: ერთი ვერსიით ტარიელ დადიანმა კონსტანტინესთან ბანქოში იმდენი ფული წააგო, რომ გადახდა ვერ შეძლო და ცოლის დათმობის შესახებ ოლდენბურგის წინადადებას დათანხმდა; მეორე ვერსიის მიხედვით დადიანს ვალები ჰქონდა, გრაფმა კი იმდენად დიდი თანხა შესთავაზა მშვენიერ მეუღლესთან გატარებული ღამისთვის, რომ ტარიელმა უარი ვეღარ თქვა; ხოლო მესამე ვერსიას თუ დავუჯერებთ, ტარიელი ეჭვობდა, რომ აგრაფინას უყვარდა კონსტანტინე და თავად დაუთმო მას ცოლი, ყოველგვარი ფულის გარეშე. ასეა თუ ისე, აგრაფინა ჯაფარიძე კონსტანტინე ოლდენბურგს გაჰყვა. ქუთაისში დღემდე ცნობილია გამოთქმა "აგრაფინა კისკისაო დადიანმა პრინცს მისცაო"... ადვილი წარმოსადგენია, როგორი სკანდალური იქნებოდა იმდროინდელი ქართულ საზოგადოებისთვის მსგავსი ნაბიჯი. იმასაც ამბობენ, გრაფ ოლდენბურგზე შეყვარებულ სხვა თავადის ქალებს, უბრალოდ, შეშურდათ აგრაფინასი და ამიტომ გამოიგონეს ფულზე მისი გაცვლის ლეგენდებიო... გრაფს იმდენად შეუყვარდა აგრაფინა, რომ მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. მაგრამ ეს არ ისე ადვილი იყო. კონსტანტინე პრინცი იყო და არ შეეძლო ისეთ ქალზე დაქორინება, რომელსაც მსგავსი წოდება არ ექნებოდა, ამას ისიც ემატებოდა, რომ აგრაფინა განათხოვარი იყო და არც მზითევი არ ჰქონდა. კონსტანტინემ იცოდა, რომ თუ საყვარელი ქალის ცოლად მოყვანაზე უარს არ იტყოდა, პრინცის წოდება და ქონება ჩამოერთმეოდა, უფრ მეტიც, ვერც ბავშვებს მისცემდა ოლდენბურგის გვარს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, გრაფის სიყვარული იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ უარი თქვა ყველაფერზე და აგრაფინა ცოლად მაინც მოიყვანა. ერთერთი ლეგენდის მიხედვით, აგრაფინამ კონსტანტინეს ცოლობაზე თანხმობის სანაცვლოდ თბილისში სასახლის აშენება სთხოვა, რაც შეუსრულა კიდეც შეყვარებულმა მამაკაცმა. ასე აშენდა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობა - დღევანდელი ხელოვნების მუზეუმი (კარგარეთელის ქ. 6), რომელსაც "სიყვარულის კოშკსაც" უწოდებდნენ. ლეგენდის მიხედვით ეს იყო შეუღლებამდე აგრაფინასა და კონსტანტინეს საიდუმლო შეხვედრის ადგილი. თუმცა ეს მხოლოდ ლეგენდაა... კონსტანტინეს და აგრაფინას კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ქართულ ინტელიგენციასთან, მეგობრობდნენ ილიასთან და აკაკისთან, ეწეოდნენ ქველმოქმედებას. აგრაფინამ ბევრ ახალგაზრდას გაუმართა ხელი, ესწავლათ საქართველოს ფარგლებს გარეთ. აგრაფინასა და კონსტანტინეს ექვსი შვილი შეეძინათ, რომლებმაც, დაპირებისამებრ, ვერ მიიღეს გრაფ ოლდენბურგის გვარი. მათი გვარი გახდა ზარნეკაუ, რომელიც ოლდენბურგების ერთ-ერთი მამულის სახელწოდება იყო. მართალია პრინცის ტიტული ჩამოართვეს, მაგრამ მეფის კარზე გამართულ წვეულებებზე კონსტანტინე ოჯახით მაინც დადიოდა. 1986 წელს კონსტანტინე ოჯახთან ერთად ქუთაისს გამოემშვიდობა. ქალაქის თავადაზნაურობამ და ინტელიგენციამ მას გამოსათხოვარი საღამო გაუმართეს. ერთ მათგანზე სიყვით აკაკი წერეთელიც გამოსულა. ოჯახი ჯერ პეტერბურგში, შემდეგ საფრანგეთში ცხოვროვრობდა. 1903 წელს, აგრაფინამ მონაწილეობა მიიღო პეტერბურგში კოსტიუმირებულ სააღდგომო წვეულებაში, სადაც XVII ს-ის რუსი დიდებული ქალბატონის სამოსში წარსდგა და თავისი სილამაზით ბევრი ლამაზმანი დაჩრდილა. 1906 წელს კონსტანტინე საფრანგეთში გარდაიცვალა, აგრაფინა კი საცხოვრებლად პეტერბურგში დაბრუნდა. 1922 წელს მისი ერთ-ერთი ქალიშვილი გარდაიცვალა, რის შემდეგაც დამწუხრებული დედა საქართველოში ჩამოვიდა. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი ხელმოკლედ ცხოვრობდა, შვილებისგან მივიწყებულს ხელს ნათესავები უმართავდნენ. 1926 წელს კი ქუთაისში, ფილტვების შეშუპებით გარდაიცვალა. 80-იან წლებში "სიყვარულის სასახლეში" განთავსდა დავით არსენიშვილის მიერ დაარსებული "საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი". საკმაოდ გრძელი სახელწოდების გამო იგი მოიხსენიება როგორც ხელოვნების სასახლე. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ქალი, რომელმაც ილია ჭავჭავაძის სიყვარული უარყო - მივიწყებული ისტორია... 2. რატომ მიათხოვეს თამარ მეფის უკანონო და ქართველთა მეფეზე შეყვარებულ უფლისწულს 3. ქართველი ტყვე ქალისა და ირანელი თავადის სიყვარული - როგორ შეიქმნა თბილისელების საყვარელი ადგილი 4. ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ... 5. რა ითხოვა სიკვდილის წინ სესილია თაყაიშვილმა და რატომ მოხვდა Pink Floyd-ის კლიპში 6. რატომ ვატარებთ საქორწილო ბეჭედს არათითზე (+ ვიდეოახსნა) 7. ის, რაც ყველა მამაკაცს სურს, რომ უთხრას ქალს 4819 15-ს მოსწონს
|